x
მეტი
  • 29.09.2024
  • სტატია:137321
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511305
„ნოდარ მელაძემ დამირეკა, დამემუქრა!“ - „მატყუარა ხართ ქალბატონო თამარ!“ - თაკო ჩარკვიანი VS ნოდარ მელაძე

image

.

თაკო ჩარკვიანი "tv პირველს" დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს არხი ღიად ლელოს ტელევიზია გახდა, რადგან მას მამუკა ხაზარაძე აფინანსებს. ის იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ წელიწადზე მეტია ამ ტელევიზიის ეთერში აღარ იწვევენ, რადგან ეს ხაზარაძეს არ მოსწონს. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მელაძემ მას დაურეკა და სიუჟეტის მომზადებითა და დაბლოკვით დაემუქრა.

.

"მირეკავს ნოდარ მელაძე ნაწყენი ჩემი სტატუსის გამო, რომ "ტვ პირველის" ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი, რომ "ტვ პირველი" ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა, (ვფიქრობ, ეს აზრი ბევრისგან მოგისმენიათ) და ამას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკდებენ ორმაგი სტადარტით თქო... ფინალი საუბრის ასეთი იყო, ისტერიულად ყვიროდა, “აი, ნახავ რასაც ვიზამ, მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ "ნაც. მოძრაობასთან" როგორ ვაჭრობო, შავ სიაში შეგიყვანო ” (კიდევ კარგი მთელი გუნდი გვისმენდა ოფისში) ანუ შენიშვნა რომ არ მიმეცა, მაშინ სიუჟეტს არ მომიძღვნიდა და "კარგი გოგო" ვიქნებოდი ანუ რაიმე ინფორმაციას მალავდა, იცოდა და მალავდა, გაბრაზდა და აღარ მალავს??
.
გაოგნებული ვუსმენდი ამ -მისი პირიდან ამოსულ სიბინძურეს, სიტყვა “ვაჭრობა”, როგორც ჩანს მევახშე ხაზარაძისგან გაიგო და ისწავლა- სამწუხაროა, რა ვიცი გამიკვირდა, არ ველოდი . (ან რა მაქვს სავაჭრო რატომ და რისთვის უნდა "ვვაჭრობდე "?? ოჰ ეს სიტყვა "ვაჭრობა", ხომ არ მოსცილდა ქართულ პოლიტიკას??!! არადა მართლა რომ იცოდეს "სამზარეულო" ნოდარ მელაძემ ამ სიბილწეს და სისულელეს ხომ არ მაკადრებდა, არც მე და არც საკუთარ თავს აკადრებდა . ჰოდა აი ამის შემდეგ რა ჟურნალისტიკაზეა საუბარი, ან რა ობიექტურობაზე, ან, ან .....
რა დღეშია ეს ქვეყანა, ან რა მომავალი ელის??? წინ წყალი უკან მეწყერი.....აი ასეა რა.
.
ხალხნო ! ოპო არხის ჟურნალისტი დამემუქრა, ჩემს სტატუსში გამოთქმული აზრის გამო, წარმოიდინეთ რა უბედურებაშია ქვეყანა?!
წარმოიდგინეთ ერთი წუთით ხაზარაძე სათავეში რომ მოვიდეს?! რით განსხვავდება ივანიშვილისგან ( ვეთანხმები ამ გამონათქვამში შალვა ნათელაშვილს) არაფრით, სრულიად არაფრით!
ჩემს ბავშვობაში ასეთი ფილმი იყო "ჩემი მეგობარი ნოდარი" ????
ვისი მეგობარი ხარ ნოდარ შენ?!
სამწუხაროა....
.
P.S. კაცო, "ესენი" -(ზოგიერთი), ისე მესაუბრებიან თითქოს ყოფილი ხელისუფლების დროს სიტყვა მაინც ეთქვათ, ან შენიშვნა მაინც მიეცათ იმ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებისთვის, ახლა რომ იხსენებენ იმ “ცხრა წელს”, ან რა უნდა დაწეროთ თამარ ჩარკვიანზე, რაც ოცნების ტროლ-ბოტებს არ უკადრებიათ ჩემზე 2016 წლიდან????????????‍♂️
რა საშინელებაა, ასეთი- ადამიანური თვისებების მოულოდნელი ლუსტრაცია, თითქოს უნდა მიეჩვიოო და არა, ღმერთმანი ვერ ვეჩვევი - მაინც გულისწყვეტა მოაქვს!" -- წერს თაკო ჩარკვიანი.
.
მის ამ განცხადებას ნოდარ მელაძე და მისი პროდიუსერი მაკა ჩიხლაძე შემდეგი ტექსტით პასუხობენ.
.
image
.
მანამდე თაკო ჩარკვიანმა შემდეგი სტატუსი დაწერა, თავდაპირველ პოსტს მოჰყვა ტვ პირველის ჟურნალისტების გაღიზიანება. გთავაზობთ პოსტს.
.
ვერ მივხვდი ზოგიერთი ტვ -ს გაკვირვებას ( ამ შემთხვევაში ტვ პირველს ვგულისხმობ) ევროპული საქართველოს შეერთებამ, რატომ გამოიწვია ამხელა “გაკვირვება”, 2016 წლამდე ერთნი მაინც იყვნენ, ერთი პარტია იყო ხომ ასეა?! სანამ ბოკერია “ჩაიდენდა” უკადრებელს??? საოცარია ამხელა აჟიოტაჟი არ ამტყდარა ტვ ეთერში “საუკუნის პოლიტ.ქორწინება” რომ ვიხილეთ ხაზარაძე-ელისაშვილს ვგულისხმობ, მსგავსი ბრალდებები არ მომისმენია, რაც ელისაშვილმა ხაზარაძეს უთხრა, უწოდა და ტალახი ასხა და იმანაც შეირგო, თაღლითო, მძარცველო, მევახშე, პატიმრებს ციხეში კრედიტებს უფორმებდი და სხვის “ბიზნესებს “იფორმებდიო, ანაკლია სანამ არ “აგახიეს” სამშობლო არ გაგხსენებიაო შე ხალხის მძარცველოო.
ჰოდა, ეს ორმაგი სტანდარტი ცუდია, ძალიან ცუდი.
დასანანია, კარგი არხია ტვ პირველი- მართლა კარგები არიან და მენანება გულწრფელად “მევახშე ოლიგარქის” ტვ - აი ამ სახელს იკიდებს უკვე, სამწუხაროა- მართლა სამწუხარო…. - წერდა თაკო ჩარკვიანი.
.
.
0
271
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0