ფიდელ კასტროს გარდაცვალების შესახებ გავრცელებული
ხმების საწინააღმდეგოდ, კუბის სახელისუფლო გაზეთ „გრანმა“–ში, 18 ოქტომბერს სტატია გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნის ექსხელმძღვანელი კუბის მედიცინის ინსტიტუტს 50 წლის იუბილეს ულოცავს.
თუმცა, 86 წლის პოლიტიკოსის კრიტიკულ მდგომარეობაში
ყოფნის შესახებ არსებული ვერსიის მხარდამჭერებს სხვა არგუმენტები აქვთ. კერძოდ, ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ კასტრო, რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ, საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ეს შეხვედრა კი მიმდინარე წლის მარტში შედგა. რაც შეეხება ზემოხსენებულ მიმართვას, ის 19 ივლისით თარიღდება.
ცოტა უფრო ადრე კი, ადგილობრივმა და საერთაშორისო
მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიდელ კასტროს ინსულტი დაემართა. წყარო ვენესუელელი ექიმი იყო, რომელიც კუბაში მუშაობს. იტყობინებოდნენ, რომ კუბის ყოფილმა დიქტატორმა, ფაქტობრივად, შეწყვიტა საკვების მიღება და ლაპარაკი. მედიკოსის თქმით, კასტროს სულ რამდენიმე კვირის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი.
კუბაში, გადამდგარი ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ
ცნობები, მხოლოდ ჭორების დონეზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ფიდელი არც ხალხში გამოჩენილა და არც რაიმე სტატია გამოუქვეყნებია ადგილობრივ პრესაში...