x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
ჩვევები, რის გამოც მამაკაცი გაურბის თქვენთან ურთიერთობას
სხეულის ენა ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვაქვს საპირისპირო სქესთან ურთიერთობა. სხეულის ენას შეუძლია მამაკაცის ყურადღება როგორც მიიპყროს, ასევე გააქციოს ის. სწორედ ამიტომ უნდა იყოთ ყურადღებიანი თქვენი სხეულისა და ჩვევების მიმართ.




image




როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. მაგრამ, თქვენ თუ ამ ჩვევებიდან რომელიმე ან ყველა მათგანი გახასიათებთ, იცოდეთ, რომ მამაკაცი უთუოდ გაგექცევათ.




ჩვევები, რის გამოც მამაკაცი გაურბის თქვენთან ურთიერთობას




1. მოუსვენრობა.image


თუ მუდმივად ცმუკავთ, მოუსვენრობთ- ეს მამაკაცს აგრძნობინებს, რომ არ შეგიძლიათ ნერვების გაკონტროლება.





2. თმებით თამაში. თუ ხშირად გახასიათებთ საკუთარი თმებით თამაში, იცოდეთ, რომ ამ ჩვევით უთუოდ დააფრთხობთ მამაკაცს.






3. თავდაცვითი პოზა.image
თუ მკერდზე ხელების გადაჯვარედინება თქვენი საყვარელი პოზაა, ამაოდ, რადგან ამით აფრთხობთ თქვენს პარტნიორს.






4. ჩლატუნით სიარული.
თუ, ასე რომ ვთქვათ, დაჩლატუნებთ, ამით ვერანაირად ვერ მიიქცევთ მამაკაცის ყურადღებას. თუმცა, ყველაფერი დაკარგული არ არის, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და სიარულის ჩვევა გამოასწოროთ.





5. ღიმილის ნაკლებობა.image

ღიმილი გამოხატავს თავდაჯერებულობას, გახსნილობას და კეთილგანწყობას, ამიტომ მანდილოსანი, რომელიც ხშირად იღიმის, უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა. მოღუშული სახის გამომეტყველება გაცნობის და საუბრის სურვილს ნებისმიერ ადამიანს დაუკარგავს.






6. გაფანტული ყურადღება. თუ გამუდმებით ტელეფონში ხართ თავჩარგული, წარა-მარა აკვირდებით და აკონტროლებთ დროს და ა, შ, ეს ქცევები მეტყველებს, რომ არ ხართ მისით დაინტერესებული.





7. ჟესტების ნაკლებობა.image

რა თქმა უნდა, აქტიური ჟესტები უნდა მიატოვოთ, მაგრამ იყავით თავისუფალი საუბრის დროს - დაეხმარეთ საკუთარ თავს ხელებით, სახის გამომეტყველებით, თავის დახრილობით - ეს მართლაც მიმზიდველად გამოიყურება.




0
249
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0