x
image
Yoona
Mediator image
იცით, რა უნარები შეიძლება დაკარგოთ, თუ ხელით წერას შეწყვეტთ?
მეცნიერები ამბობენ, რომ ხელით წერა ძალიან სასარგებლოა. ამასთან წიგნიერების დონე, ნაწერის აზრი და საწერი ინსტრუმენტები როლს არ თამაშობს. მნიშვნელოვანია თავად წერის პროცესი, რომელიც დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. კვლევამ აჩვენა, რომ კლავიატურაზე ტექსტის აკრეფაზე მთლიანად გადართვა 7 სერიოზულ შედეგს გამოიწვევს.



image



ბოლო დროს მსოფლიოში საგანგაშო ტენდენცია შეინიშნება: ადამიანები სულ უფრო ხშირად უარს ამბობენ ხელით წერაზე. აშშ-ში, გერმანიასა და ფინეთში დაწყებით კლასებში ხელით წერა უკვე არჩევითია, ზოგან ესეც არ არის. 2010 წელს შემოღებული ამერიკის ფედერალური ზოგადი განათლების სტანდარტები ითვალისწინებს ბავშვებისთვის წერის სწავლას მხოლოდ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.



image




ეს ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღში გარკვეული ძირითადი უნარ-ჩვევების შეძენის შემდეგ ბავშვს ხელნაწერ ტექსტებთან შეხება აღარ აქვს. პირველი კლასიდან ბავშვებს ასწავლიან ტექსტის აკრეფას კლავიატურაზე და სენსორულ პანელებზე. ამისკენ აქტიურად მიიწევს შვედეთიც. იქ თვლიან, რომ ბავშვების მოტორული უნარები არ არის გათვლილი ასეთი რთული პროცესისთვის და პირველკლასელებმა ჯობია კლავიშებზე დააჭირონ თითები. სპეციალური პროგრამები აკრეფილ ტექსტს ხელნაწერ ტექსტად გარდაქმნის და ამით სკოლის მოსწავლეები სწავლობენ ხელით დაწერილის წაკითხვას.



image



კონსერვატიული ბრიტანეთი ჯერ კიდევ თავს იკავებს, მაგრამ იქაც ბავშვები დაბალ კლასებში სწავლობენ წერას და ტექსტის აკრეფას ერთდროულად. ხელით წერის კურსის გავლის შემდეგ მოსწავლე აბარებს მასზე გამოცდას. ამის შემდეგ ხელით წერას აღარ ხვდება და სკოლის დამთავრებამდე მხოლოდ ტექსტს კრეფს კლავიატურაზე.



შვედი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ 50-70 წლის შემდეგ ხელით წერა სავალდებულო უნარიდან ხელოვნებად გადაიქცევა. თუ ახლა წელიწადში რამდენჯერმე ოკრობოკროდ წერთ და თქვენი ხელწერის გრცხვენიათ, ნახევარი საუკუნის შემდეგ კალიგრაფად ჩაითვლებით. აი, მათი ბედი, ვინც მთლიანად მიატოვებს წერას, შესაშური არ არის. სპეციალისტები ასახელებენ 7 პრობლემას, რომელთაც ისინი წააწყდებიან.



1. კითხვა გართულდება

image



წერის შეწყვეტა კითხვის და აზრის გამოთქმის უნარს გაართულებს. კოორდინაცია და მოტორული უნარებიც გაუარესდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ხელით წერა მოიცავს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სენსორული შეგრძნებების ინტერპრეტაციაზე და მეტყველების ფორმირებაზე.



ნორვეგიაში სტავანგერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვინც სწრაფად წერს, სწრაფად კითხულობს. ე.წ. ბროკას არე, ტვინის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია სიტყვების შედგენასა და ასოების ამოცნობაზე, უკეთ აქვთ განვითარებული მათ, ვინც წერს.



2. მხედველობა დაიტანჯება



ცნობილია, რომ ბავშვები, რომლებიც ხელით არ წერენ, მხედველობა ცუდად განვითარებული აქვთ. და პირიქით, ვისაც აქვს თვალის პრობლემები, ლამაზად და სწრაფად ვერ წერს. ეს ჯერ კიდევ ძველ დროში შეამჩნიეს, ამიტომ ჩინეთში, იაპონიასა და არაბულ ქვეყნებში მშვილდოსნების არჩევისას უპირატესობას ანიჭებდნენ კალიგრაფებს.



3. ნაწერის ამოცნობა გაუარესდება

image



მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მას, ვინც არ წერს ხელით, ხელნაწერის ამოცნობა უჭირს. ბავშვებისთვის, რომელთაც წერის უნარები არ აქვთ, ხელნაწერი უცნაურ ნაჯღაბნად გამოიყურება. შესაძლოა, მსოფლიოში, სადაც ხელნაწერები მალე მხოლოდ მუზეუმებში იქნება, ეს არც ისე კრიტიკულია.



არ დაგავიწყდეთ, რომ ხელნაწერის ამოცნობა ერთგვარი გონებრივი აქტივობაა. უახლესი აღჭურვილობის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნაწერი ტექსტის კითხვისას ტვინის უფრო მეტი ნაწილი მუშაობს, ვიდრე ნაბეჭდ ტექსტთან მუშაობისას.



4. წიგნიერება გაუარესდება



მართლწერა, პუნქტუაცია და გრამატიკა უმნიშვნელო როლს შეასრულებს. ახლა თითქმის ყველა გაჯეტი ავტომატურად ასწორებს ან ხაზს უსვამს შეცდომებს და ეს გვადუნებს. დროთა განმავლობაში ადამიანი ვერ შეძლებს ტექსტის სწორად აკრეფას, თუ რაიმე მიზეზით პროგრამა მუშაობას შეწყვეტს.



5. აზრის გამოხატვა გართულდება

image



ადამიანს აზრის ჩამოყალიბება გაუჭირდება. სანამ კალამი ქაღალდს შეეხება, ადამიანი ტექსტს გონებაში ალაგებს. წერისას აბსტრაქტული აზროვნების უმაღლესი ფორმა აქტიურდება. კომპიუტერზე ტექსტის აკრეფისას ეს არ ხდება, რადგან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია რაიმეს შეცვლა ან გამოსწორება.



6. ფანტაზია გაუარესდება



წარმოსახვა დაზარალდება. ხელით წერისას ადამიანი უკეთ წარმოიდგენს სხვადასხვა მოვლენებს, პერსონაჟებს და მოქმედებებს. ჩვენი ტვინის მიერ წარმოქმნილი ლიტერატურული გმირების გამოსახულებები ესეს წერისას უფრო ნათელია. მსგავსი ტექსტი კლავიატურაზე აკრეფისას ბუნდოვანი ჩანს.



7. სწავლების დონე შემცირდება

image



ბავშვები, რომლებმაც ხელით წერა არ იციან, უარესად სწავლობენ. დამახსოვრების უნარი შემცირდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი ხელით ნაწერ სასწავლო მასალას უფრო ადვილად იმახსოვრებს, ვიდრე აკრეფილს. ეს ისევ დაკავშირებულია იმასთან, რომ წერისას აზრის წინასწარ ჩამოყალიბება გვიწევს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ბავშვები უფრო ბედნიერები გახადეთ: დღეში მხოლოდ 1 ჩვევა

რა საჭიროა წიგნის კითხვა, თუ უმეტესობა მათგანი გვავიწყდება? ბრძნული პასუხი

ბევრი წაიკითხეთ და არა მხოლოდ: რამდენიმე მარტივი მეთოდი რომ სხვებისთვის საინტერესო გახდეთ

აუხსენით ბავშვს, რას ნიშნავს სიტყვის ჯადოქრობა და თავს შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს

შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ

3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან


0
65
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
65