x
მეტი
  • 09.10.2024
  • სტატია:137529
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511417
„იცით როდის ვცოცხლობ? როცა სინათლე აინთება და კინოგადაღება იწყება...

image
„იცით როდის ვცოცხლობ? როცა სინათლე აინთება და კინოგადაღება იწყება...
... ცხოვრებისეულმა გარემოებამაც განაპირობა ჩემი მსახიობობა. ისეთი მგრძნობიარე ვიყავი, არაფრის გამო შემეძლო მეცინა, მეტირა... როცა სიკვდილმისჯილებთან შიო მღვიმელის “ობოლს" ვკითხულობდი, სულ ცრემლებად ვიღვრებოდი...
შესრულებული როლებიდან “კატოს" (ფილმიდან “ქაჯანა") გამოვარჩევდი და “მაიას" (“მაია წყნეთელი "), რომელშიც შევძელი აქტიორული გარდასახვა, თუმცა, როგორც ყოველთვის უკმარისობის გრძნობა მაინც დამრჩა...
... ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს… მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს...
მალე მავიწყდება წყენა. დიდი პატიება და მიტევება შემიძლია. ეს რომ არ შემძლებოდა, ამდენი წლის უმოქმედობას, ამდენ მიყენებულ დაუმსახურებელ ტკივილს როგორ დავძლევდი? მენანება გაცდენილი დრო...
მაყურებლის სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და რას მაძლევს ეს? — ყველაფერს. ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო მსახიობისთვის, რომელსაც არავითარი ჯილდო და ქონება შეედრება".- ლეილა აბაშიძე
ყველა რეაქცია:
Tsiuri Tvaliashvili, Daji Shelegia და 1, 3 ათ. სხვა პიროვნება
0
28
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0