x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
დავიწყებული სამცხე-ჯავახეთი

image ამ სტატიაში მინდა გამოვხატო გულისტკივილი, რომელიც ვითომ და უმნიშვნელოა, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია მესხი ან ჯავახი ადამიანისთვის როდესაც ასეთ სურათს ნახავს გამოკითხვის გვერდზე თუ საიდან არის იგი წარმოშობით, რომელი კუთხის შვილია და არ იცის რა ქნას როგორ დაწეროს " მესხი ვარ " ან " ჯავახი ვარ ".
მე მესხი კაცი ვარ და ძალიან მტკივა გული, როდესაც ასეთი სურათების გაკეთებისას ან გამკითხვების შედგენისას ავიწყდებათ, რომ საქართველოა მესხეთიც და ჯავახეთიც. მოვიხმარ რამდენიმე დიდი ქართველის ციტატებს და შევახსენებ იმ ხალხს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ამ კუთხეებს.

"სამხე-ჯავახეთი ისეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საბერძნეთი მსოფლიოსთვის" - ილია ჭავჭავაძე, "ამოძრავდეს მთა და ქედი, გამობრწყინდეს ქართლის ბედი, ახმაურდეს ვეფხვი მეტი, მეტის ძალით და იმედით, გღეგრძელობდეს მესხი, თან ის მესხი უახლოეს ხანის, მესხი "ვეფხისტყაოსნის", მესხი - მესხეთ-ჯავახეთის! " - გალაქტიონ ტაბიძე. ჩვენი დიდი ქართველები ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მესხეთ-ჯავახეთს და ზოგმა ქართველმა არც კი იცის თუ სად მდებარეობს ის, უბრალოდ გაგონილი აქვთ, მაგრამ რომ ჰკითხო ვარძია ყველამ იცის, დღეს რაბათი აღდგა და იმედია გაახსენდებათ ასეთი სურათების შემქმნელებს, ჩვენი ქვეყნის ეს 2 კუთხე.

13
476
7-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
476
  
2013, 24 მარტი, 3:40
მე-5 კლასში რომ ასწწავლიან და არ სწავლობენ საქმეც ეგააა ნინო :(
2013, 24 მარტი, 3:39
მესხეთიც და ჯავახეთიც საქართველოა :* მეც მესხი ვარ ასპინძელი ვარ :*
2013, 24 მარტი, 2:26
ხშირად,როდესაც მეკითხებიან თუ საიდან ვარ ვპასუხობ რომ მესხი ვარ საპასუხოდ კი ვიღებ ეგ სადაა?ასეთ დროს იცით რას ვაკეთებ უბრალოდ ვაიგნორებ ამ ადამიანს და პასუხის ღირსად არ ვთვლი,რადგან ადამიანმა რომელმაც საკუთარი ქვეყნის კუთხეები არ იცის თუნდაც თეორიულად რაღა უნდა ელაპარაკო?მე მესხი ვარ მაგრამ ეს ხომ სულაც არ ნიშნავს რომ არ ვიცოდე სადაა იმერეთი,სამეგრელო,კახეთი და ა.შ კიდევ ერთი თუ ვინმემ იცის სადაა სწორი წარმოდგენა მაინც არა აქვს ერთმანეთში ურევენ და აერთიანებენ მესხეთს და ჯავახეთს.გაიგეთ ხალხო! მესხეთი არის მესხეთი,ჯავახეთი კი ჯავახეთია.მესხეთში ქართველები ვცხოვრობთ, ჯავახეთში კი ძირითადად სომხები...
2013, 24 მარტი, 0:48
ძალიან კარგი სტატიაა. ხშირად უნდა ვილაპარაკოთ ასეთ თემებზე. სიამაყით მინდა ავგიშნო რომ ჩემმა 12 წლის შვილმა და მისმა მეგობრებმა კარგად იციან მესხეთის შემადგენლობაში რა შედიოდა ადრე და იქიდან რომელი მხარე დარჩა საქართველოს შემადგენლობაში. ცნობისთვის ამას სკოლაში მე-5 კლასში ასწავლიან.
2012, 26 ოქტომბერი, 17:54
+1
2012, 25 ოქტომბერი, 0:01
++++++
2012, 22 ოქტომბერი, 15:39
+++++++++++++++++++
2012, 19 ოქტომბერი, 1:00
++++++++++++++++
2012, 19 ოქტომბერი, 0:58
გაიხარე ჩიკირუკა
2012, 19 ოქტომბერი, 0:57
გაიხარე შაკო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10