x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136042
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
გინესის და მსოფლიოს რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავას ისტორია
image
ჯუმბერ ლეჟავა 1986 წელს 46 წლის ასაკში დაავადდა ნაწლავების
განგრენით.
1986-1987 წლებში ორი ოპერაციის შედეგად ამოაჭრეს 4, 25 მეტრი სიგრძის ნაწლავები.
1987-1990 წლებში საკუთარი ვარჯიშების მეთოდი შეიმუშავა და დაამარცხა გარდაუვალი სიკვდილი.
1990-1992 წლებში ამყარებს მსოფლიო და გინესის რეკორდებს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში.
1993 წლის 13 აგვისტოს 13 საათზე (სარფი) 54 წლის ასაკში იწყებს მოგზაურობას ველოსიპედით.
3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას;
გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი;
შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.
უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი: 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე, ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე.
ჯუმბერ ლეჟავაზე თავდასხმა მოეწყო:
1. ადამიანებისგან 50-მდე.
2. მხეცებისაგან 15-მდე.
3. სტიქიური უბედურება თავს დაატყდა მრავალჯერ.
4. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მრავალჯერ იდგა.
მოგზაურის მარშრუტი გავლილი დასახელებული პუნქტების მიხედვით დაფიქსირებულია 4 000-ზე მეტ პოლიციის განყოფილებაში.
5. 15-მდე ღამე სხვადასხვა ციხეში გაატარა.
უბედური შემთხვევის გამო
6. 6-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში.
7.1000-ზე მეტჯერ გაათია ღამე კარავსა და ღია ცის ქვეშ.
გარდაიცვალა 2014 წლის 25 ივლისს. დღეს გავიხსენებთ ამ ძლიერ პიროვნებას.
0
240
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0