სხვა ევროპაში უძველესი რესტორანი პოლონეთში მდებარეობს და უკვე 700 წლისაა 25 ივნისი, 19:50 Piwnica Świdnicka უძველესი რესტორანია ევროპაში. პოლონეთის ქალაქ ვროცლავის რატუშის შენობაში მდებარე რესტორანი უკვე 700 წელია სტუმრებს მასპინძლობს.
დაწესებულება მე-13 საუკუნეში გაიხსნა, ხოლო სახელი მიიღო ქალაქ სვიდნიცის ლუდის სახეობის წყალობით, რომელიც თავდაპირველად აქ იყიდებოდა. ოდესღაც ამ ფართო დარბაზებში სადილობდნენ ფრიდერიკ შოპენი, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ ნიცშე და სხვა ცნობილი პიროვნებები. 1945 წლის დაბომბვის მიუხედავად რესტორანი შესანიშნავად შემონახულია. ერთად შევიხედოთ ცნობილ მიწისქვეშა ლუდხანაში. ევროპაში უძველესი რესტორანი მდებარეობს ვროცლავში, ქვემო სილეზიის დედაქალაქში, პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში. ლუდხანა რატუშის შენობის სარდაფში მდებარეობს და სტუმრებს 1273 წლიდან იღებს. დღეს ერთ-ერთი მთავარი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა. ამ დაწესებულების 9 დარბაზი 900 კვადრატული მეტრის საერთო ფართობით სტუმრებს ხვდება ცნობილი, ხოტბაშესხმული ლუდით „შეპცით“. ლუდი ამ ადგილის მთავარი ღირსებაა, თუმცა ნებისმიერ სხვა ატმოსფეროში სულ სხვანაირად იქნება აღქმული. დარბაზები მოჩუქურთმებული ხის ავეჯით, თაღოვანი ჭერით და კედლებზე ნახატებით გაფორმებულია შუა საუკუნეების სატრაპეზოს მსგავსად. თითქოს დროის მანქანამ იმუშავა და მე-13 საუკუნეში აღმოვჩნდით. სარდაფი მიწისქვეშა გადასასვლელით პირდაპირ უკავშირდება ლუდსახარშს. ლუდს, რომელიც ამ სარდაფში იხარშებოდა, ადგილობრივები ძალიან აფასებდნენ და ახლომდებარე უნგრეთში ექსპორტზე იყიდებოდა. ლუდს იმ უძველესი რეცეპტის მიხედვით დღემდე ხარშავენ. ფასი შესაბამისია. ასევე დაგაინტერესებთ: საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით როგორ გვატყუებენ სასტუმროებში, სადაც „ყველაფერი შედის“ - მზარეულის აღიარება აქ ცხოვრება გამბედაობის ნამდვილი გამოწვევაა – 14 ექსტრემალური სახლი მთელი მსოფლიოდან 190 შეფასება არ არის |