x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138429
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ვინ ეკითხება რუსეთს!". არც არავინ - ბაიდენს ჰკითხეთ ან ოსტინს. ოღონდ პასუხი მერე ჩვენც გაგვაგებინეთ"-დავით ქართველიშვილი
image"გადავავლე თვალი ბუკა პეტრიაშვილის 2021 წლის პუბლიკაციას (https://forbes.ge/…/nato-s-gapharthoeba-aghmosavlethith…/), სახელწოდებით: "ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!" - ცრემლი მაქვს გამშრალი, თორემ იტირებდა კაცი.

ყავის ჭიქის ფსკერზე თუ ღვინის ბოცის ნალექში - ყველგან რომ პუტინი გელანდება, იმ დონეზეც კი, რომ ღამით საოჯახო საწოლში გეშინია ცოლს "ვოვა" არ დაუძახო - რა გაუსაძლისია ასეთი ყოველდღიურობა. ამ დროს ჯერ ჯო ბაიდენი გეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იგივეს ლოიდ ოსტინი იმეორებს. მაგრამ მაინც და ჯიუტად: "ვინ ეკითხება რუსეთს!". არც არავინ - ბაიდენს ჰკითხეთ ან ოსტინს. ოღონდ პასუხი მერე ჩვენც გაგვაგებინეთ"-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი და პარტია "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ქართველიშვილი.


შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, ნატოს ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინი განაცხადა, რომ ვერ ხედავ ნატოს გაფართოების აუცილებლობას:


„რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ვფიქრობ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ნატოს ალიანსის 32 წევრი მიიღებს რაღაც მომენტში, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას უახლოეს მომავალში". - თქვა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა.



ანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ არის მზად მხარი დაუჭიროს უკრაინის "ნატოში" გაწევრიანებას:


"მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. ეს არ ნიშნავს ნატოს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნატოს ნაწილს წარმოადგენენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება მათთან ურთიერთობა, როგორც სხვა ქვეყნებთან, ვისაც ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას, რათა მათ მომავალში თავის დაცვა შეძლონ. სხვათა შორის, მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

1
171
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
171
  
ბაიდენის სიტყვები ასე ითარგმნება:ჩვენ არ გავფართიბდებით აღმოსავლეთით,სირები კი არ ვართ რუსეთთან ვიომოთ და ამიტომ ჩვენ ვთანამშრომობთ უკრაინასა და საქართველოს დარ გამოქლიავებულ ქვეყნებთან,ვაწვდით იარაღს და ისინი მზად იქნებიან იომონ ჩვენი ინტერესებისთვის.
0 1 1