x
მეტი
  • 09.10.2024
  • სტატია:137529
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511417
სი ცზინპინი აცხადებს,რომ აშშ ცდილობს, მოახდინოს ჩინეთის თავდასხმის პროვოცირება ტაივანზე

image
ჩინეთის პრეზიდენტი სი ცზინპინი თვლის, რომ შეერთებული შტატები პეკინს ტაივანზე თავდასხმისკენ უბიძგებს. ინფორმაციას Financial Times წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.



ჩინეთის ლიდერის საჩივრები 2023 წლის აპრილში ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დროს გაკეთდა. მაგრამ, როგორც სი ცზინპინმა დასძინა, ჩინეთი სატყუარაზე არ წამოეგო. ამავე საუბარში ჩინეთის ლიდერმა გამოთქვა საშიშროება, რომ შეერთებულ შტატებთან კონფლიქტი გაანადგურებს ქვეყნის მიღწევებს და ხელს შეუშლის მათ 2049 წლისთვის "დიდი აღორძინების" მიღწევაში.



პეკინი არ ცნობს ტაივანის სუვერენიტეტს, მას პროვინციად თვლის და ამტკიცებს, რომ „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ უნდა გააატარდეს მთელ მსოფლიოში. ეს გულისხმობს, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ჩინეთის ხელისუფლება არის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა. შეერთებული შტატები ფორმალურად იცავს ამ პრინციპს, მაგრამ სინამდვილეში, ის არა მხოლოდ აქტიურად უკავშირდება კუნძულს, არამედ, რეგულარულად აწვდის იქ იარაღს.




ტაივანის ირგვლივ ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდა 2022 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც კუნძულს ესტუმრა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერი ნენსი პელოსი. ჩინეთმა დაგმო ვიზიტი, როგორც ტაივანის სეპარატიზმის მხარდაჭერა და ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ უწოდა ტაივანის საკითხს ყველაზე მგრძნობიარე ვაშინგტონთან ურთიერთობაში.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0