x
image
cxvedo
უბრალოდ კაცი კატა (Cat Man)
image


ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ უცნაური აზრებით გამოირჩევა, მაგრამ არსებობს ერთი კაცი, რომელმაც თავის თავზე აიღო ორიგინალურობა. ეს ადამიანია 53 წლის Dennis Avner ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იგი ცხოვრობს ნევადის შტატში და ადგილობრივები მას იცნობენ როგორც "Stalking Cat" და ზოგიერთები მას ეძახიან "Cat Man"-ს. მისი უცნაურობა მდგომარეობს იმაში, რომ მან გადაწყვიტა დამსგავსებოდა ვეფხვს. მან მოაწყო საოცარი სანახაობა და გაიკეთა ყველაზე მრავალრიცხოვანი სხეულის მოდიფიცირება მსოფლიოში.


image


Dennis Avner-ი წარმოშობით ამერიკელია და მისი ტოტემი (ინდიელების სარწმუნოების მიხედვით ზოდიაქოს მსგავსი, მას თაყვანს სცემდნენ და ითვლებოდა იმ ადამიანის მფარველად) იყო ვეფხვი. სწორედ მის საპატივსაცემოდ მოიქცა 53 წლის კაცი ასე. მისი მშობლების განცხადებით ეს არის მათი კულტურის თვალსაჩინო გამოხატულება. მან სახე ტატუირებით დაიფარა. თვალებში ჩადგმული კონტაქტური ლინზების მეშვეობით კი ნამდვილ კატას დაემსგავსა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა გამოეყენებინა ფიზიოლოგიური ხსნარი სარძევე ჯირკვლების იმპლანტანტებისათვის, გაიყო ზედა ტუჩიც და ჩაცმულობაც სათანადო შეარჩია.



imageimageimageimageimage

მან გაიბრტყელა ცხვირის ძგიდე, ასევე არ დაიტოვა თავისი კბილები, გაყო და დაიგრძელა ისინი, რათა უკეთ დამსგავსებოდა კატას. მისი სახის ფორმების ვეფხვთან მისამსგავსებლად მან სილიკონები გამოიყენა. ის გეგმავს იმპლანტანტების გამოყენებას, რათა ყურებიც ვეფხვის მსგავსი ჰქონდეს. სხვა დანარჩენი ორგანოები ტატუირებით აქვს დაფარული, რომელიც ვეფხვის ზოლებიანი შაბლონია.


imageimage

არსებობენ ასეთი უცნაური ადამიანებიც. მისი განცხადებით მან ამისათვის უკვე დახარჯა 200000$-ზე მეტი და კიდევ უფრო მეტს დახარჯავდა ამისათვის საშუალება რომ ჰქონდეს. მისი განცხადებით ბევრი პროცედურა ძალზედ მტკივნეულია, მაგრამ სიამოვნებით უძლებს. მან ასევე შეიცვალა ცხოვრების სტილი და ჭამის რეჟიმიც. იგი დაძვრება ხეებზე და ამჟამად მის დღიურ რაციონში შედის უმი ხორცი. 53 წლის Dennis Avner-ი გეგმავს რაც შეიძლება მეტად შეარწყას ადამიანისა და კატის თვისებები. ამისათვის მან ბოლო 25 წლის მანძილზე უამრავი ოპერაცია გაიკეთა.

12
281
13-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
281
  
2013, 21 თებერვალი, 23:08
ამან თავი მოიკლა ხო?
2012, 18 დეკემბერი, 0:07
საწყალი 200000 დოლარი:((((:D
2012, 8 ნოემბერი, 17:58
:)))))))))))))))))))))))))))
2012, 22 ოქტომბერი, 12:14
ქალი არააა ეგ? ვინმე გარისკავს და დაკავდება სეხსით მასთან
2012, 22 ოქტომბერი, 10:00
უცნაური კი არა შტერია
2012, 21 ოქტომბერი, 13:24
ჯერ სად ხარ :D არ დაუსრულებია გარდაქმნა ხომ ხედავ. კიდევ რამდენ რამეს აპირებს :D
2012, 21 ოქტომბერი, 12:54
ვაიმე ამას სადაც ვნახავ იქ გამისკდება გული ....... რა საზიზღრობაა კაცმა ეს როგორ უნდა გაუკეთო თავს?
2012, 20 ოქტომბერი, 17:29
მდა,,რას არ გაიგებს კაცი.....))+
2012, 17 ოქტომბერი, 17:19
++++++++++
2012, 17 ოქტომბერი, 13:48
რა მაგრად უბერავს....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10