x
მეტი
  • 12.10.2024
  • სტატია:137573
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511457
"ამერიკული სანქციები ქართულ კინოში"-ბაკურ სვანიძე
image

ჟურნალისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში სატირის და იუმორის გამოყენებით ეხმაურება აშშ მიერ გარკვეულ პირთა მიმართ დაწესებულ სანქციებს და წერს:



"ამერიკული ს ა ნ ქ ც ი ე ბ ი ქართულ კ ი ნ ო შ ი, ზოგიერთი ცნობილი ნაწყვეტი ფილმებიდან:-



"რ ე კ ო რ დ ი"


- ჯოტია, ჩემი გულისათვის დაგასანქცირეს ხომ?

- ეხ! დასანქცირებული არ ვიყო...

- რას იზამდი?

- ჩამოვიდოდი!



"ქ ვ ე ვ რ ი"

- ახლა, თქვენ რო დამასანქცირეთ რა, შაეშინდებოდა

აემ ქვევრსა და ყელი გაუგანიერდებოდა თუ რა?

- ხედამ, უმფროსო?! ამერიკას მასხრად იგდებს!

- შენ მოხვალ ჩემთან ორშაბათს... თუმცა როგორღა

მოხვალ?-დასანქცირებული ხარ!.. ჰო, მოხვალ მექსიკით!



"რ ა ჭ ა, ჩემო სიყვარულო"

- ვალიკო, დაიმახსოვრე, ხიდზე გამოივლის ზაური

დარინასთან ერთად, შენ გაკრავ მხარს, ზაური

დაგასანქცირებს და დარინასაც შეუყვარდება!

- კი, მაგრამ, მე თუ არ დამასანქცირეთ, არ შეუყვარდება?

- ვალიკო, რა იყო, მეგობრის გულისთვის რაღაც

სანქციები ვეღარ აგიტანია?

- არა, მეგობრის გუსლითვის ემბარგოსაც აიტანს კაცი...



"ჭ რ ი ჭ ი ნ ა"

- რა მოხდა ჭრიჭინა, დაასანქცირეს ვინმე?

- ჰო... დაასანქცირეს...

- ვინ დაასანქცირეს, ბებია ეფროსინე?

- არა...

-ბებია ელპიტე?

- ჰო, ბებია ელპიტე, ბებია ელპიტე...

...

- სად არის ჩვენი გმირი ქალი ჭრიჭინა?

- მარინე ბიჭიკოსთან ერთად მანქანში ჩაჯდა

და სოფელში წავიდა...

- კი მაგრამ, რატომ?

- დაასანქცირეს ბებია ელპიტე!

...

- ნუ გეშინია, გიორგი, არავინ დაუსანქცირებიათ,

ყველა კარგადაა...

- ყმაწვილო! რას ნიშნავს ყოველივე ეს?!

- გთხოვთ მაპატიოთ, მეც მწარედ მომატყუეს!

- ბიძია კირილე, არავინ დაუსანქცირებიათ და

შენ რაღა გატირებს?

- რა ვიცი ბიძიკო, ყველა ტიროდა და მეც ავტირდი...



"უძინართა მ ზ ე"


- თქვენ ვინ დაასანქცირეთ, თქვე გარეწრებო? რა ვქნა

ახლა მე? ან გაგეფრთხილებინეთ, ან სადმე სიტყვით

გამოსულიყავით, ან რეზოლუცია მაინც მიგეღოთ...

- ჰმ! რა გიჭირავს ხელში?

- ჩემი პირადი საქმეა...

- მერე ჩაიხედე შიგ! მანდ, აი მანდ, 10 გაფრთხილება,

15 ევროპარლამენტის რეზოლუცია და 12 სიტყვით

გამოსვლაა ამერიკის შეერთებული შტატების

კონგრესში! აღარ იყო მეტი ადგილი ბატონო, აღარ იყო!

- არა უშავს, ცოტა ხანში ნახავთ თქვენ ვის მოექეცით ასე!



"დ ა თ ა თუთაშხია"

- მურდუხაი ბატონო, ასი თუმანი მჭირია ცოტა ხნით,

თუ ვიქენით ორივე ცოცხალი, კი დაგიბრუნებ, იცი შენ

ეს... თუ შენ დაგასანქცირეს, აგერ ჯენზი-ისააკს

დავუბრუნებ მაგ ფულს და თუ მე დამასანქცირეს,

მოგჭამა ჭირი მაგ ფულებმა... ასეა ეს...

❤"

.

1
128
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
8 ივნისი, 10:12
აუუუუუ, რა ვიხალისეეეეე
0 1 1