x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
ოდიშას ტრაგედიის წლისთავი, რომელსაც 295 ადამიანი შეეწირა
image


შარშან 2023 წლის 2 ივნისს ინდოეთის შტატ ოდიშაში ქალაქ ბალასორთან სამი მატარებლის შეჯახება მოხდა. სამგზავრო მატარებელი Coromandel Express, რომელიც კოლკატადან ჩენაიში მიემართებოდა, გვერდითა ლიანდაგზე გადავიდა და სატვირთო მატარებელს შეეჯახა. ამობრუნებული ვაგონებს კი ჩქაროსნული მატარებელი ჰაჰორა-ბანგალორი შეეჯახა. დაიღუპა 295 ადამიანი და დაშავდა 1175-ზე მეტი. მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, ეს სარკინიგზო კატასტროფა მესამეა ინდოეთის ისტორიაში, ბიჰარში მომხდარი ავარიისა და ფიროზაბადის სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ.


როგორ განვითარდა მოვლენები



ავარია მოხდა ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, როდესაც Coromandel Express მატარებელი, რომელიც მიემართებოდა კოლკატადან ჩენაიში, გადავიდა გვერდით ლიანდაგზე და 130 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახა ადგილზე მდგარ სატვირთო მატარებელს, რომელიც სავსე იყო რკინის მადნით.შეჯახებამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივის და ოთხი- ხუთი ვაგონის რელსებიდან გადავარდნა, რომელსაც შეეჯახა შემხვედრი ჰაორა-ბანგალორის ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც მოძრაობდა საათში 115 კილომეტრის სიჩქარით. შემხვედრი მატარებელიც რელსებიდან გადავარდა. სავარაუდოდ, ორ მატარებელს 3000-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა.



image


კატასტროფის დღეს 275 მგზავრი დაიღუპა.მოგვიანებით შეცდომით დაფიქსირდა 288 გარდაცვლილი. კატასტროფიდან ორი თვის შემდეგ საბოლოოდ დაფიქსირდა 295 დაღუპული, რომელთაგანაც 26 ის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს


მატარებლების მოძრაობა, სამი დღის შემდე 5 ივნისს აღდგა.



ინდოეთის რკინიგზის მინისტრის აშვინი ვაიშნავას თქმით, შეჯახება მოხდა ელექტრონული ბლოკირებაში ცვლილების გამო, თავდაპირველად მატარებელ Coromandel Express-ს გადაეცა სიგნალი მთავარ ხაზზე მოძრაობის ს შესახებ. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, შემდეგი სიგნალი მოიხსნა და მატარებელი მაგისტრალური ხაზიდან შემოვლით მაგისტრალზე გადავიდა, სადაც, იქ მდგარ რკინის მადნით დატვირთულ სატვირთო შემადგენლობას დაეჯახა .გადავარდნილ ვაგონებს კი შემხვედრი ჰაორა-ბანგალორის ჩქაროსნულ მატარებელი შეეჯახა.

image


საქმის შესწავლა შემდგომ გამოძიების ცენტრალურ ბიუროს გადაეცა.

0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0