x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138429
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა ერების ქალებს ანიჭებდნენ უპირატესობას თურქი სულთნები თავიანთ ჰარემებში და რატომ არ იყვნენ იქ ფერადკანიანი ხარჭები?

image


გასაგებია, რომ ჰარემში ქალები ითვლებოდნენ ხარჭებად (ჰასეკებად), ანუ დე ფაქტო მონებად. მუსლიმი - თურქი ქალებისთვის იქ მოხვედრა ადვილი არ იყო, ამიტომ ოსმალეთის სულთნებს ახალგაზრდა ქალების ძებნა არაისლამური ხალხებიდან უწევდათ, რომლებიც იქნებოდნენ მორჩილნი და ნაკლებად მორჩილნი. გოგონები სულთნის ჰარამხანაში როგორც წესი, სხვადასხვა გზით - მონათვაჭრებისგან ან ვასალური ისლამური ქვეყნების მმართველებისგან მიღებული ძღვენის სახით ხვდებოდნენ.




სლავები


image


სრულიად გასაგებია, რომ სლავ ლამაზმანებს სერბებიდან დაწყებული რუსებით დასრულებული პორტში დიდად აფასებდნენ. აქ, უნდა გავიხსენოთ სერბი პრინცესა ოლივერა დესპინა, რომელიც 1370-იანი წლების დასაწყისში თავის ძმა-მეფესთან, სტეფან ლაზარევიჩთან ერთად თურქეთის სულთან ბაიაზიდის ჰარემში იქნა გაგზავნილი. ოლივერას ბედი უკიდურესად არასახარბიელო აღმოჩნდა - ბაიაზიდის დამარცხების შემდეგ ის და მისი ქმარი სასტიკი თემურლენგის ტყვეობში ჩავარდნენ, ოლივერა იძულებული გახდა, გალიაში მომწყვდეული ქმრის თვალწინ თემურიდთა დღესასწაულებზე სტუმრებს შიშველი მომსახურებოდა, გოგონა მოგვიანებით სახლში, სერბეთში დაბრუნდა, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა.


image


ყველაზე ცნობილი მაგალითი კი, რაღა თქმა უნდა, ჰიურემ სულთანია (ინფორმაციები ჰიურემის წარმოშობის შესახებ საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ჰიურემის ჰარამხანაში მისვლამდე დოკუმენტური წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა საკმაოდ ბევრი ლეგენდა და ლიტერატურული ვერსია არსებობს მისი წარმოშობის შესახებ. ჰიურემის თანამედროვე ისტორიული დოკუმენტები არ შეიცავენ ცნობებს მისი ბავშვობის შესახებ და მხოლოდ მისი რუსული წარმომავლობის ხაზგასმით იფარგლებიან.


image


1621-1622 წლებში რეჩ პოსპოლიტას თურქეთში ელჩობის მონაწილე სამუილ ტვარდოვსკი აღნიშნავდა, რომ მას თურქებმა უამბეს იმის შესახებ, რომ როქსალანა იყო მართლმადიდებელი მღვდლის შვილი როგატინიდან (ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, უკრაინა). პოლონური ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით ჰიურემის ნამდვილი სახელია ალექსანდრა და ის იყო როგატინის მღვდლის გავრილ ლისოვსკის შვილი. ამ ვერსიას იზიარებდნენ საბჭოთა ისტორიკოსებიც. მიხეილ ორლოვსკის ვერსიის მიხედვით ის წარმოშობით იყო არა როგატინიდან, არამედ ჩემეროვციდან (ხმელნიცკის ოლქი) რომელმაც მე-16 საუკუნეში მოახერხა სულეიმან დიდებულის კანონიერი ცოლი გამხდარიყო.





ევროპელები


image


თურქი სულთნების ჰარემებში ასევე აფასებდნენ ახალგაზრდა ქალებს ევროპიდან. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეების მიერ დატყვევებული იტალიელი და ბერძენი ქალები კარზე დიდად ფასობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი, ბერძნულ ან იტალიური ფესვების მქონე ნურბანუ-სულთანი გახლავთ, რომელიც ხაირ ალ-დინ ბარბაროსას მიერ იქნა ტყვედ აყვანილი. მე-16 საუკუნის ბოლოს ის ჰიურემის ძის სულთან სელიმ II-ის ჰარემში მოხვდა, ბოლოს კი, დიდებულ პორტში მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაც მოახერხა.




კავკასიელები


image


ოსმალეთის სულთნები არც კავკასიელ ლამაზმანებს ივიწყებდნენ, რადგანაც კავკასია ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის მოსაზღვრე ტერიტორია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის მას მთლიანად არასოდეს აკონტროლებდა. თურქულ ჰარამხანებში ხარჭებს შორის იყვნენ სომხები, ქართველები და ჩერქეზები. მაგალითად, ცნობილი სომეხი ქალი შივეკიარ-ხათუნი, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთი უმდიდრესი ვაჭრის ქალიშვილი გახლადათ XVII საუკუნის ბოლოს ოსმალეთის სულთნის, იბრაჰიმ I-ის საყვარელი გახდა, რომლის ვინაობაც ისტორიამ ყველაზე ფუმფულა ფორმების მქონე ქალის სახელით შემოინახა, შივეკიარ-ხათუნი, არც მეტი, არც ნაკლები ას ორმოც კილოგრამს იწონიდა, მისი გაბარიტების მსგავსი ქალი თურქი მმართველების ჰარემში არასდროს ყოფილა.


image


ქართველებს შორის შეგვიძლია გავიხსენოთ მიჰრიშაჰ სულთანი, იგივე "გურჯუ გუზელი" (რაც თურქულიდან ქართველ მზეთუნახავს ნიშნავს). უკვე მე-18 საუკუნის ბოლოს ის გახდა ოსმალეთის სულთნის მუსტაფა მესამის მეუღლე და სელიმ მესამის დედა. მიჰრიშანს ახასიათებენ როგორც ძალიან ლამაზსა და ჭკვიან ქალს, მას დიდი წვლილი მიუძღვის საგანმანათლებლო რეფორმებში, რომელიც მისმა ვაჟმა იმპერატორობის ჟამს განახორციელა.


image


თურქ სულთნებს ასევე მოსწონდათ სუსტი აღნაგობის ჩერქეზი გოგონებიც, რომლებიც შუა საუკუნეების სამყაროში ქალის სილამაზის სტანდარტად ითვლებოდნენ. მაგალითად, სულეიმანის ერთ-ერთი საყვარელი ქალი, ჰიურემთან ერთად ჩერქეზი გულფემ ხათუნიც იყო, რომელმაც მას შეჰზადე (მემკვიდრე) მურადი გაუჩინა.

image


ჩერქეზული ფესვები თავისუფლად შეიძლება ჰქონოდა ასევე თავად სულეიმან I კანუნის დედას, აიშე ჰაფსა სულთანსაც.




რატომ არ იყვნენ აფრიკელი ქალები თურქი სულთნების ჰარემებში?



image


საინტერესოა, რომ ოსმალეთის სულთნები ფერადკანიანი ლამაზმანების ჰარემებში მიყვანას თავს არიდებდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ რაიმე რასობრივი ცრურწმენა ჰქონდათ. იმ შორეულ დროშიც კი ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ შავი ყოველთვის დომინირებს თეთრზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ასეთი ხარჭისგან დაბადებული ბავშვი მუქი კანის ფერის იქნებოდა, მმართველი ფადიშაჰი კი მხოლოდ ოსმალი უნდა ყოფილიყო და კანის ისეთივე ფერი ჰქონოდა, როგორიც მისი ხალხის უმრავლესობას. ის ფაქტიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ისლამი თანამორწმუნეების მონობაში ყოფნას, მათ შორის ჰარემშიც სასტიკად კრძალავდა, ფერადკანიანი აფრიკელების უმრავლესობა კი საზღვრებთან და ოსმალეთის იმპერიაში მაშინ სწორედ მუსლიმი იყო. "შავი კონტინენტის" შორეულ წარმართულ რეგიონებს კი თურქებმა ტყვეების ასაყვანად უბრალოდ ვერ მიაღწიეს.

image


სწორედ ამ მიზეზის გამო ოსმალეთის სულთნების ჰარემებში არასოდეს ყოფილან ფერადკანიანი ხარჭები. ისინი თავგამოდებით იბრძოდნენ თავიანთი სისხლის სიწმინდისთვის და მათთვის სხვებისგან რადიკალურად განსხვავებული შეჰზადის გაჩენის დაშვება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, თუმცა ასეთ გოგონებს დიდი მონდომებით იყვანდნენ მსახურებად სასახლეში, რადგან ისინი, ისევე როგორც თავიანთი თანამემამულე საჭურისები, იყვნენ საკმაოდ გამძლეები და ამტანები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობებს სხვებთან შედარებით თავს გაცილებით უკეთ ართმევდნენ.







0
586
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
586