ისტორიული 13 მითი სტალინის შესახებ 27 მაისი, 9:20 13 მითი სტალინის შესახებ” ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) დაკვეთით მომზადდა. გამოცემის მიზანია სტალინის შესახებ იმ მითების გაქარწყლება, რომლებიც ტოტალიტარულმა სახელმწიფომ შექმნა და ჯერ კიდევ გავრცელებულია საქართველოში. ნარკვევში ახსნილია 13 ყველაზე აქტუალური მითის წარმოშობის წყარო, მიზეზი და ხანგრძლივობის საფუძველი. ტოტალიტარულ რეჟიმებსა და პერსონებს გამუდმებით თან სდევთ მითები, რომელთა ნაწილი თავად რეჟიმის არსებობის პერიოდში იქმნება და სისტემის გაძლიერებას ემსახურება. მეორე ნაწილი იქმნება მოგვიანებით, განსხვავებულ სოციალურ გარემოში, საზოგადოების მოთხოვნის შედეგად ან გამიზნულად ამ მითების შემქმნელი სახელმწიფო თუ სოციალური ინსტიტუტების მეშვეობით თუ მათი დაკვეთით. სტალინის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული მრავალი მითი არსებობს. ჩვენ შევარჩიეთ ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური და ყველაზე ტირაჟირებული 13 მითი სტალინის შესახებ. პუბლიკაციაში ახსნილია თითოეული მათგანის წარმოშობის წყარო, მიზეზები და ხანგრძლივობის საფუძველი. ავტორები ბონდო კუპატაძე (მითი 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 12)და ლევან ცუცქირიძე (მითი1, 11, 13) 1. "მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო"; 2. "ადამიანთა მასობრივი დახვრეტის შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა"; 3. "წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და ამაში სტალინს ბრალი არ მიუძღვის";" 4. სტალინი რელიგიური ადამიანი იყო"; 5. "სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე"; 6. "სტალინი ბრწყინვალე მმართველი იყო"; 7. "სტალინი კარგი ქართველი იყო -უყვარდა ქართული კულტურა და ტრადიციები"; 8. "სტალინი ასკეტურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა";" 9. სტალინმა საკუთარი შვილის სიცოცხლე სახელმწიფო ინტერესებს შესწირა 10. ";"სტალინი მარქსის იდეების ერთგული გამგრძელებელი იყო"; 11. "სტალინი ძლიერი ორატორი იყო"; 12. "სტალინს ოცი ათასამდე წიგნი ჰქონდა წაკითხული"; 13. "სტალინის ძეგლი ახლაც დგას ევროპის ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე". სრულ პუბლიკაციას სათითაო პუნქტის განმარტებით შეგიძლიათ გაეცნოთ <<ამ ბმულზე>> ასევე დაგაინტერესებთ-5 მითი სტალინის შესახებ 474 4-ს მოსწონს 2-ს არა |
ეწოდა წითელი არმიის სახელობის ხიდი. ხო ამერიკაშია სტალინის ერთი ძეგლი. აი ჩინეთში კი სტალინის ძალან, ძალიან, ძალიან ბევრი ბევრი ბევრი ძეგლი დგას.
პროცენტულად სწორი გადაწყვეტილებების მიღების მხრივ სტალინს მსოფლიოს ცნობილ ლიდერებს შორის ბადალი არ ყავს.
ეს რას ნიშნავს პრეზიდენტ სი ძინპინს შესწავლილი აქვს სტალინის მოღვაწეობა და შედარებული აქვს სხვა ლიდერების მოღვაწეობასთან.
სვეტლანა ალილევას მოგონებებში არსებობს ესეთი რამ, სვეტლანამ მამამის უპოვა ბიბლია და დაუსვა კითვა კი მაგრამ ის ხომ არ არსებობს, ასებობს, უპასუხა სტალინმა გამოართვა ბიბლია და კარგად გადამალა.
წიტელი არმია საქარტველოში შემოსვლა მოხდა სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, რატომ? საქარტველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოხდა გერმანიის ბრძანებით, შესაბამისად "დამოუკიდებელი" საქართველო გახდა გერმანიის კოლონია, პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ ბრიტანეთმა გერმანიას შეაწერა კოლონია სახელწოდებით "დამუკიდებელი " საქართველო. სტალინმა წითელი არმია შემოიყვანა კოლონიზატორებისგან გასანთავისუფლებლად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყვავილებით დახვად წითელ არმიას, მაგრამ ამის შესახებ ჩვენი ნაბოოოზვარი ისტორიკოსები არაფერს არ დაწერენ. იმიტომ რომ სხვა დავალება აქვთ მიღებული ვაშინგტონის და ნიდერლანდების ობკომიდან.
სტალინს აქვს ასეთი ფრაზა: ირანის ხელში საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა, ოსმალეთის ხელში გათურქება. რუსეთი მართალია ბოროტება იყო, მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში - უმცირესი ბოროტება. ამ ფრაზის მომსმენები არიან ისტორიკოსები სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი. მე თუ მკითხავთ ინგლისის კოლონიაში ცხოვრებას სსრკში ცხოვრება მერჩივნა, თუ არ გჯერავთ ინდოელებს კითხეთ. ხო როცა წითელი არმია შემოვიდა ინგლისელები ფაცხა ფუცხით გაიქცნენ. კიდევ წითელმა არმიამ და ქართულმა არმიამ ტურქები ერთობლივად განდევნეს აჭარიდან. ამას რატო არ ყვებიან ჩვენი ისტორიკოსები, აააა მაგათხომ ადავალება აქვთ მიღებული ვაშინგტონიდან და ნიდერლანდებიდან.