x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136046
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
სირცხვილის გრძნობა მათთვის უცხოა: ვარსკვლავები, რომლებიც თამამ ჩაცმულობაზე გიჟდებიან
image


უხერხულობა - ადამიანის ბუნებრივი გრძნობაა, თუმცა ზოგიერთი ცნობილი ადამიანისთვის ის უბრალოდ უცხოა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ-ბიზნესის იმ ცნობილ ქალბატონებს, რომლებიც "შიშველ" კაბებს აღმერთებენ.




მეგან ფოქსი


image


მიუხედავად მეგან ფოქსის არაერთი აღიარებისა, რომ მას არ მოსწონს, როცა მას ვნების ობიექტად აღიქვამენ, მსახიობი ყოველი გამოჩენისას ყოველთვის შიშველია. მეგანს შესანიშნავი ფიგურა აქვს, ამიტომ მისი ყველა ზემოაღნიშნული მსჯელობა უფრო კეკლუცობას ჰგავს.






კენდალ ჯენერი



image


კენდალ ჯენერი საზოგადოების წინაშე პროვოკაციული "ლუქებით" ხშირად ჩნდება. მოდელის ჩაცმულობა კი ზოგჯერ იმდენად გამომწვევია, რომ ტაბლოიდური გამოცემები მის სამოსს ხშირად წლობითაც განიხილავს.






ბელა ჰადიდი


image


ბელა ჰადიდი ყურადღების მიქცევის მიზნით ნებისმიერი უხერხულობისთვისაც კი მზადაა. ტოპ-მოდელი ღონისძიებებისთვის ყოველთვის იმდენად არაკომფორტულ სამოსს ირჩევს, რომ მთელი საღამო ან მისი სწორება უწევს ან პიკანტური ადგილების ხელით დაფარვა.






ტეილორ სვიფტი


image


კაბის ექსტრავაგანტულმა ჭრილმა ტეილორ სვიფტს ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა. მომღერალი მთელი საღამოს განმავლობაში ძალიან ფრთხილად მოძრაობდა, რათა ფოტოგრაფებს მისი საინტერესო ადგილის გადაღების საშუალება არ მისცემოდა, თუმცა ამის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა, ტეილორი ამ ფაქტს სულაც არ გაუნაწყენებია, რადგან მან "American Music Adwords 2022"-ის ცერემონია ჯილდოთი დატოვა.






ჰოლზი


image


მაყურებლები და ფოტოგრაფები განსაკუთრებით ყურადღებიანი მაშინ ხდებიან, როცა წითელ ხალიჩაზე ჰოლზი ჩნდება, ვინაიდან ეს ნიშნავს რომ მისი ჩაცმულობა იმდენად პროვოკაციული იქნება, რომ მას პუბლიკა კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებს.






რიანა


image


ბარბადოსელი ლამაზმანი ყოველთვის ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. მომღერლის ნახვა შეიძლება როგორც ნახევრად შიშველ კაბაში, ასევე გრძელ შუბაში, ვარსკვლავს ასევე მრავლფენიანი და მრავალდონიანი კოსტიუმებიც განსაკურებით უყვარს.





მაილი საირუსი


image


საყვარელ ადამიანთან მტკივნეული დაშორების შემდეგ, მომღერალმა იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და აქცენტი ექსტრავაგანტულ სამოსზე გააკეთა, თუ ეს ვარსკვლავის მხრიდან ექს-ბოიფრენდისთვის რაღაცის დამტკიცების მცდელობაა, მაშინ მაილიმ ამისთვის ყველაზე წარუმატებელი გზა აირჩია.






რიტა ორა


image


ცნობილ ადამიანებს ყურადღების მიქცევის მიზნით რა მსხვერპლზე აღარ უწევთ წასვლა. ბრიტანელი მომღერალი რიტა ორა წვეულებისთვის არჩევანს ყოველთვის ისეთ თამამ კაბებზე აკეთებს, რომელში გადაადგილებაც კი ჭირს, ერთი არასწორი ნაბიჯი და მის "ღირსებებს" სრულიად სამყარო იხილავს.










0
319
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
319