x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136050
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
ვინ არიან კომპანიონები და რას აკეთებდნენ ამ პროფესიის ქალები?
ალბათ, ძველი ინგლისური რომანების თაყვანისმცემლებს არაერთხელ შეხვედრიათ წიგნის გვერდებზე ცნება „კომპანიონი“. ეს ქალები აგათა კრისტის ბევრ დეტექტივშიც გვხვდება. წიგნებიდან ძნელი გასაგებია, ვინ იყვნენ ეს ქალბატონები და რა მოვალეობებს ასრულებდნენ. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს ერთგვარი მსახურია, მაგრამ ასე არ არის. რას აკეთებდნენ კომპანიონები და რატომ სჭირდებოდათ ისინი ასე ძალიან არისტოკრატებს?



უპირველესად ზრდილობის წესების დაცვა

image



კომპანიონი არ იყო მსახური, მაგრამ არც არისტოკრატის მეგობარი. მე–18 საუკუნეში გამოჩნდნენ ინგლისში, მაგრამ ამ პროფესიის აყვავება მოხდა ვიქტორიანულ ეპოქაში. კომპანიონი არ იყო ახირება, არამედ აუცილებლობა კეთილშობილი ქალბატონისთვის. იმ დროს, როცა ქალისთვის უცხო მამაკაცთან მარტო დარჩენა უხამს საქციელად ითვლებოდა, თანამგზავრი ბევრ შემთხვევაში ეხმარებოდა.



image




საზოგადოებაში ქალის მარტო გამოჩენა საეჭვო იყო და მის გარშემო უსიამოვნო ჭორებს იწვევდა. მოსამსახურე არ ითვლებოდა, რადგან იმდროინდელი ეთიკა გამორიცხავდა მათ ყოფნას ბატონების ურთიერთობისას. არისტოკრატს სჭირდებოდა თუ არა თანაბარი სტატუსის თანამგზავრი, სულ მცირე განათლებული და კარგი მანერების მქონე.



კომპანიონის ყოლის ერთადერთი მიზანი მხოლოდ წესიერების დაცვა არ იყო. სულ რაღაც ორიოდე საუკუნის წინ ქალის ცხოვრება განსაკუთრებით მრავალფეროვანი არ იყო. ქალები დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდნენ, ხოლო მუდმივად კერვა ან კითხვა მოსაწყენი იყო. კომპანიონი თავის მფლობელს კომპანიას უწევდა, ესაუბრებოდა სხვადასხვა თემაზე და ეთამაშებოდა სამაგიდო თამაშებს.



image



ასეთი თანამგზავრი განსაკუთრებით ღირებული იყო მოგზაურობის დროს. მოგზაურობა, რომელსაც დღესაც რამდენიმე საათი სჭირდება, მე–19 საუკუნეში 1 კვირა ან მეტიც შეიძლება გაგრძელებულიყო. დამღლელი მოგზაურობა თანამგზავრთან ერთად უფრო სასიამოვნო ხდებოდა. კომპანიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქალბატონის პირადი ცხოვრების მოწყობაში. კომპანიონის წყალობით, სახლში მამაკაცი სტუმრის ყოფნა პიკანტურ ელფერს კარგავდა. ქალს პოტენციურ საქმროსთან ურთიერთობის ან არშიყობის შესაძლებლობა ჰქონდა.



რა შედიოდა კომპანიონის მოვალეობებში?

image



თავისი სტატუსით კომპანიონი უფრო ახლოს იყო მფლობელთან, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაქირავებული მუშახელი. ცხოვრობდა არა მსახურების, არამედ ოჯახის გვერდით. ოჯახთან ერთად სადილობდა. მსახურებისთვის ბრძანების გაცემის უფლება ჰქონდა. უფრო ჰგავდა დამსაქმებლის შორეულ ნათესავს, რომელიც სტუმრად მოვიდა და დიდხანს დარჩა.



ყველა პრივილეგიის მიუხედავად, კომპანიონსა და ქალბატონს შორის თანასწორობაზე საუბარი არ ყოფილა. ამ ქალების ფინანსურ მდგომარეობაში განსხვავება გადამწყვეტი იყო. კომპანიონობას თანხმდებოდნენ არა სიამოვნებისთვის, არამედ ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ხშირად იყვნენ დიდგვაროვანი ქალები, რომლებიც ბედის წყალობით შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ქალისთვის სტატუსის დაკარგვის გარეშე სამსახურის პოვნა წარმოუდგენლად რთული იყო.



image



დასაქმების ვარიანტებს შორის აღმზრდელის პროფესიაც განიხილებოდა. თუმცა ბავშვებთან მუშაობა ყველასთვის შესაფერისი არ იყო, რადგან ამას ძლიერი ნერვები და გარკვეული გამოცდილება სჭირდებოდა. აი, კომპანიონად მუშაობა უფრო ადვილი იყო – უბრალოდ უნდა დარჩე ისეთი, როგორიც ხარ, ქალბატონი გაართო და მისი მითითებები შეასრულო.



როგორც წესი, კომპანიონი ქალბატონს ახლდა მოგზაურობის და გასეირნების დროს, მონაწილეობდნენ სტუმრების მიღებაში, კომუნიკაციასა და თამაშებში. გარდა ამისა, კომპანიონი ხშირად ორგანიზებას უწევდა მსახურების სამუშაოს. თუ დიასახლისი თავად აკეთებდა რამეს, კომპანიონი აქტიურად ეხმარებოდა. კომპანიონზე მოთხოვნა დიდ ბრიტანეთში მე–20 საუკუნის შუა ხანამდე არსებობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ პროფესიაზე მოთხოვნა შემცირდა და ახლა მივიწყებულია.



როგორია სხვისი ცხოვრებით ცხოვრება?

image



იყვნენ ბედნიერები კომპანიონები? სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთი მათგანი კმაყოფილი იყო თავისი ბედით, მაგრამ უმეტესობას აწუხებდა ის ფაქტი, რომ ცხოვრობდა სხვის სახლში და დამოკიდებულნი იყვნენ მის მფლობელებზე. კომპანიონის ინტერესები მისი დამსაქმებლის გატაცებები ხდებოდა და ყოველთვის არ ემთხვეოდა პირად ინტერესებს.



საკუთარი ცხოვრების მოწყობის ნაცვლად კომპანიონი აკვირდებოდა სხვის ცხოვრებას „ახლო მანძილიდან“. არაფერია უცნაური იმაში, რომ აგათა კრისტის წიგნებში კომპანიონი ხშირად ხდებოდა ქალბატონის მკვლელი. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც აღფრთოვანებული იყო მისი პოზიციით. მზამზარეულზე ცხოვრება, მოგზაურობა, საჯარო წვეულებები, თან ამ ყველაფრისთვის ხელფასის მიღება სასიამოვნო იყო.

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
126