საზოგადოებრივი საფრანგეთში, უძველეს დროში, უცხოპლანეტელების სტუმრობის მტკიცებულება აღმოაჩინეს 15 ნოემბერი, 9:24 მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ჩვენი პლანეტა 4, 6 მილიარდი წლისაა. კაცობრიობის განვითარებას კი, მთლიანობაში, მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი წელი დასჭირდა... და სამყაროში, ვარსკვლავური სისტემების უზარმაზარი რაოდენობის გათვალისწინებით, შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ უამრავი ცივილიზაცია არსებობს, რომლის შესახებ, არაფერი ვიცით. და, რა თქმა უნდა, მათ შორის, ისეთები არის, თავისი განვითარების საწყის ეტაპზე რომ იმყოფება და ისეთიც, – ვისთვისაც გალაქტიკებს შორის გადაადგილება, რაღაც ფანტასტიკური და რთული არ არის. ამრიგად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დედამიწაზე ადამიანის გამოჩენამდე, დიდი ხნით ადრე, ჩვენი პლანეტის მონახულება, მაღალგანვითარებულ უცხოპლანეტელებს შეეძლოთ. მაგრამ, რადგან ამ ფაქტების წერილობითი წყაროები არ არსებობს, უფრო სწორედ ჩვენამდე არ მოსულა, ამის დამტკიცება შეუძლებელია. თუმცა, მეორეს მხრივ, პრიმიტიული ადამიანები, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის განვითარების საწყის პერიოდში ცხოვრობდნენ, მაგ., ნეანდერტალელები, კლდეებზე ნახატებს და ნიშნებს ტოვებდნენ, რომლის მიხედვით, თანამედროვე მკვლევრები, იმის გაგებას ცდილობენ, თუ რისი თქმა უნდოდათ, უხსოვარი დროის ადამიანებს? მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია შემორჩენილი უძველესი კლდის ნახატები. უფრო ხშირად, ამ ნახატებზე ცხოველები, ნადირობის სცენები და ზოგჯერ, გლობალური ბუნებრივი მოვლენებია გამოსახული. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოსახულება ძალიან უჩვეულო ობიექტებს შეიცავს. უფოლოგები დიდი ხანია თვალს ადევნებენ ახალ ამბებს, რომელიც გამოქვაბულების კედლებზე, ნახატების აღმოჩენას უკავშირდება, რადგან მათზე, ხშირად, უცხო პლანეტური მფრინავი აპარატების, ან სხვა მოწყობილობების ნახვა შეიძლება. უძველესი ხალხის იდუმალი ნახატი ცოტა ხნის წინ, სამხრეთ საფრანგეთში, უფ-ოლიშენი (Uf Olishen) გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომლის კედელზე საოცარი ნახატია. სამწუხაროდ, მისი უმეტესი ნაწილი, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის დაბომბვის დროს განადგურდა. თუმცა, ის ფრაგმენტები, რომლებიც გადარჩა, უცნაური სიმბოლოებით არის სავსე. მაგ., ნახატის ქვედა ნაწილში, უცნაური არსებები არიან გამოსახულნი, ცოტა ზევით – ცხოველები ბალახს ძოვენ. ხოლო, მათ თავზე, – თითქმის კლასიკური, მფრინავი თეფშია. ძველმა ადამიანებმა, როგორც შეეძლოთ, ის დააფიქსირეს უცხო აპარატის დაშვების ფაქტი... და ასეთი ნახატები, მთელი პლანეტის მასშტაბით არის მიმოფანტული. ვიდრე ადამიანები ველური, უვნებელი ტომი იყვნენ, უცხოპლანეტელები ღიად სტუმრობდნენ დედამიწას და არ იმალებოდნენ. მაგრამ, როდესაც კაცობრიობამ ბირთვული ბომბი და მასობრივი განადგურების სხვა საშუალებები შექმნა, უცხო ცივილიზაციების წარმომადგენლებმა, ჩვენს პლანეტაზე ფარული მეთვალყურეობა დააწესა... არხის სხვა სიახლეები:* ტესტი: აირჩიეთ კაბა და უფრო ახლოს გაიცანით საკუთარი თავი* მონადირე მაღალი საზოგადოებიდან – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* 15 საინტერესო არტეფაქტი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას337 2-ს მოსწონს
|