x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510354
პოლიტიკური ოპონენტების ფანჯრებიდან გადაგდების ტრადიცია და სხვა უცნაური ისტორიული ფაქტები

დღეს ადამიანს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალს, ისეთი შეგრძნება უჩნდება, რომ თითქოს, მთელი მსოფლიო გადაირია... პოლიტიკოსები, ვარსკვლავები და ჩვეულებრივი ადამიანები, ძალიან ხშირად, ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ მათ ქმედებისთვის ლოგიკური ახსნის მოძებნა რთულია. მაგრამ, ამ ადამიანებს შუა საუკუნეების პოლიტიკოსებს თუ შევადარებთ, მაშინ მათი სახით, ადეკვატურობის და ცივილიზებულობის რეალურ წარმომადგენლებს მივიღებთ... და ეს საკამათო კონტრასტი იმის გამო წარმოიშვა, რომ ისტორიამ არაერთი უცნაური ფაქტი შემოგვინახა, რომლის შესახებ აქ მოგითხრობთ:


პრაღა და პოლიტიკური ოპონენტების ფანჯრებიდან გადაგდების ტრადიცია
image


ევროპაში, ხელისუფლების მკვეთრად შეცვლის დროს, ხშირად, იქმნებოდა სიტუაცია, როცა ძველი მმართველები, ფანჯრიდან შამპანურის საცობებივით ვარდებოდნენ. ეს პოლიტიკასა და საზოგადოებაში, ახალი ტენდენციების ანასახი იყო. თუმცა, პრაღაში X, XVI და XVII საუკუნეებში, პოლიტიკური ოპონენტების ფანჯრიდან გადაგდების ჩვევა, ტრადიციას წარმოადგენდა.

თუ რომელიმე დიდგვაროვანი და პოლიტიკოსი მხილებული იყო დანაშაულში, ღალატში, ეწინააღმდეგებოდა უმრავლესობის აზრს, ან ღიად ჩაერთო მავნებლობას, ხშირ შემთხვევაში, იმ შენობის ფანჯრიდან ვარდებოდა, სადაც მთავრობის სხდომა ტარდებოდა.

ბოლო მსგავსი ინციდენტი, 1948 წელს მოხდა. მაშინ იან მასარიკი, ფანჯრიდან საბჭოთა კავშირის მომხრეებმა გადააგდეს.


რომის პაპი გრიგოლ IX და ომი კატებთანimage


რომის პაპმა გრიგოლ IX კატებს ნამდვილი ომი გამოუცხადა, რადგან ამ ცხოველებს მხოლოდ ჯოჯოხეთის მოციქულებად კი არ თვლიდა — გულწრფელად სჯეროდა, რომ შავი ჭირის გამავრცელებლები სწორედ კატები იყვნენ.

შედეგად, XIII ს–ში, ძუძუმწოვართა ამ სახეობას, ომი ოფიციალურად გამოუცხადეს, რომელიც რა თქმა უნდა, ადამიანების სრული გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ, მასიური განადგურების მიუხედავად, ამ ფუმფულა არსებებმა, როგორც ჩანს, მხოლოდ ბრძოლა წააგეს და არა ომი... და 21-ე საუკუნეში, მათ კაცობრიობა სრულად "დაიმონეს".


ჩარლზ II შურისძიებაimage


ჩარლზ II — ინგლისის ერთ-ერთი "წინააღმდეგობრივი" ხასიათის მმართველი იყო. მაგ., ის იმდენად იყო საკუთარი მამის მტრებზე გაბრაზებული, რომ როდესაც დევნილობის შემდეგ, ტახტზე ავიდა, პირველი რაც გააკეთა, იმ 59 თავადის საფლავიდან ამოთხრის ბრძანება გასცა, ვინც ჩარლზ I სიკვდილით დასჯას მოაწერა ხელი. მიცვალებულების ექსჰუმაციის შემდეგ, მეფემ მათი სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ — ისინი ახლიდან უნდა "მოეკლათ".

განსაკუთრებული სისასტიკით კი, ოლივერ კრომველის (ინგლისელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი და ლორდ-პროტექტორი, მეფე ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯის, ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი) ცხედარს გაუსწორდნენ. მას მოედანზე, ყველა წესის დაცვით, თავი მოჰკვეთეს. ხოლო შემდეგ, ყოფილი ლორდ-პროტექტორის თავი ვესტმინსტერის დარბაზში წვეტიან ბოძზე ჩამოაცვეს. ის, სასახლის სამშვენისის როლს 30 წ. ასრულებდა და მეფის მომხრეებს და მტრებს ერთნაირად აშინებდა.


სიყვარულის გამო, ყველაფერი დაიღუპა
image


გაიუს ოქტავიანე, მარკუს ანტონიუსი და მარკუს ლეპიდუსი იულიუს კეისრის თანამებრძოლები იყვნენ. ძვ. წ. აღრ. 44 წელს მისი მკვლელობის შემდეგ, ოქტავიანემ, როგორც კეისრის მემკვიდრემ, მეორე ტრიუმვირატი ჩამოაყალიბა, რომელშიც ორივე მარკუსი მიიწვია. ძვ. წ. აღრ. 42 წ. ოპოზიციის დამარცხების შემდეგ, მათ რომის იმპერია გაინაწილეს და მის მართვას შეუდგნენ.

როდესაც კლეოპატრამ მარკუს ანტონიუსთან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო, იმაზე არ უფიქრია, რომ ის, იმპერიის მეორე მმართველის გაიუს ოქტავიანეს დის ქმარი იყო. ეს რა თქმა უნდა, ოქტავიანეს არ მოეწონა, დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც მარკუსი და კლეოპატრა დამარცხდნენ... და ეგვიპტეში პტოლემეების დინასტიის ისტორიაც დასრულდა*.


ნაცისტური გერმანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ვივისექცია (ცხოველებზე ექსპერიმენტები) აკრძალა
image


ევროპაში პირველი ნაკრძალები, იმ დროს, სწორედ გერმანიაში გაჩნდა. გარდა ამისა, მიღებული იყო კანონი, მგლების დასაცავად. შემოღებულ იქნა ნადირობის და თევზაობის მკაცრი წესები, აიკრძალა ცხოველების მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, სადაც შეიძლებოდა, მათთვის ტკივილის, ან ზიანის მიყენება. ასევე აკრძალული იყო, ცხოველების ანესთეზიის გარეშე მოკვლა.

ხოლო, კანონის დამრღვევის, საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ.


* თითქმის არავის ახსოვს ეგვიპტის ფარაონების სახელები, მაგრამ, კლეოპატრას შესახებ ყველამ ყველაფერი იცის ან ჰგონია, რომ იცის. ვიღაცისთვის ის კურტიზანი იყო, ვიღაცისთვის, — მზაკვარი, რომელიც სამოქალაქო ომების მიზეზი გახდა, ვიღაცისთვის კი პირიქით, — სათნოების ეტალონი. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქრისტეს ძმის სარკოფაგი და ლითონის წიგნები – ბოლო დროს აღმოჩენილი არტეფაქტები, რომელიც ქრისტეს უკავშირდება

* ჩვენთვის ჩვეული 7 რამ, რომელიც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს

* ინტერნეტ–მომხმარებლები არარსებული ყვავილების თესლს ყიდულობენ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



1
261
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
261
  
8 მაისი, 18:33
"ნაცისტური გერმანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ვივისექცია (ცხოველებზე ექსპერიმენტები) აკრძალა"

ამას ეხლა წაიკითხავს ვინმე მცირეწლოვანი დებილი, აი იმ კატეგორიიდან არა "რუსულ" კანონსო რომ ყვირიან, იფიქრებენ რა კარგი კაცი ყოფილაო ალოიზოვიჩი. მოგმართავთ დებილებო ცხოველებზე ცდები იმიტომ შეწყდა რომ აღარ წარმოადგენდა აუცილებლობას, ცდებს უკვე ცოცხალ ადამიანებზე ატარებდნენ ეს არა ადამიანები.
0 1 1