ფსიქოლოგია ჩანახატი ,,სუნთქვა" 15 აპრილი, 22:02 ისუნთქე “სამყარო იმდენად სასტიკია რამდენადაც გრძნობ" ჩვენ, ცოცხლებს ჰაერი გვჭირდება არსებობისთვის. ზოგჯერ ჩემი ფილტვები იმდენად ბევრ ჟანგბადს ითხოვს, თითქოს ბუშტად ქცევას აპირებდეს და მაღლა ცაში გაფრენას... ზოგჯერ კი საპირისპიროდ, იმდენად იშვიათად ვუშვებ ჩემს სხეულში ცივ ჰაერს, რომ თითქოს თავად ჩემი სხეულის მოსპობას მევე ვაპირებდე, ვინაიდან არც არავინ მოინდომა და არ „მიაშუნცულა ამ სამყაროდან"... საკვირველია არაა? ხშირად ვფიქრობ, რამდენად არაორდინალური არსებები ვართ ჩვენი მოძრავი სახეებით, განსხავებული გულებითა თუ სხეულით. ვფიქრობ, თუ როგორი ლამაზიაა ყველა ის ნაკვთი რაც გაგვაჩნია თითოეულს და თან ამ სილამაზის მიღმა არსებული „სიბინძურეც" რამდენიაა... ვგონებ, ადამიანად არსებობა დიდი საფრთხეა. საფრთხე ბევრი შეცდომების დაშვებისა და ბევრის განადგურების"... მუდამ, ერთი კითხვა მიტრიალებს თავში და ვერადავერ ვპოულობ მისი ამოხსნის გზას. ეს არის კითხვა, რომელიც მარად ჩემი თანამგზავრია და მახსენებს ჩემს უსუსურობას, უარაფრობას, მერე კი რაღაც ხმა ჩამძახის “მაგრამ სამყაროში ხომ „არაფერიც არ არსებობსოო?"... ვფიქრობ... მაშ არსებობს კი რამე? იქნებადა ჩვენი ტვინების ნამოქმედარია ის რაც ხდება, მაშ გამოდის, რომ არც არაფერს არ აქვს აზრი? მაშ რისთვის ვჩნდებით თუ არაფერი“ უნდა გვერქვას, მერე კი უცებ საპნის ბუშტივით გავქრებით? ვერ ვიჯერებ... და მაინც სად ქრება ყველა ცოცხალი „თვალების დახუჭვის შემდეგ"...რად გინდა, რომ ღამით გვეძინოს და მერე დილით ისევ ვიმოქმედოთ ჩვენი ბოლო თუ არაფერია რად ვვარსებობთ? მაშ რისთვის ვსუნთქვათ? სხვისთვის? დღისთვის? რ ი სთვის ვისთვის? ნუთუ უარაფრობისთვის? დავხუჭე თვალები და ცივი ჰაერი ჩემს სახეზე ვიგრძენი. წამით ვიფიქრე, რომ არ ამოვისუნთქავდი. ცხვირის ნესტოებს მოვუჭერდი და წამწამებს მაგრად შევაწებებდი, მაგრამ უცებ ვგრძნობ როგორ ცივდება ჩემი სხეული, როგორ იკუმშება შიგნით რაღაც და ჩემს თვალებზე ჩამოწოლილი დიდი „ნისლი" გორვას როგორ იწყებს სახის ნაკვთებზე. მე კი მაინც ვსუნთქავ... და შენ? 1 შეფასება არ არის
|