x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138430
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა იყო ლეილა აბაშიძის ყველაზე დიდი ნატვრა?
image8 აპრილი ლეილა აბაშიძის გარდაცვალების დღეა, შეგახსენებთ გასული საუკუნის შუახანების ქართული კინოს მეგავარსკვლავი 2018 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რა იყო ლეილა აბაშიძის ყველაზე დიდი ნატვრა?


აი რას ამბობდა მსახიობი მამუკა პავლიაშვილი:


“რამდენი წელი იხვეწებოდა და ენატრებოდა კინოში გადაღება, ქართული კინოს ჭეშმარიტ ვარსკვლავს!



ამას ადასტურებს თავად მსახიობიც ერთ-ერთ ინტერვიუში:



თუ დაკვირვებიხართ, ჩემი ეკრანული სახეები მხიარული, სიცოცხლის მოყვარულია. ალბათ იმიტომ, რომ იმდენი სიმწარე ვნახე, მსურდა ჩამედო ის, რაც მაკლდა...


ცხოვრებისეულმა გარემოებამაც განაპირობა ჩემი მსახიობობა. ისეთი მგრძნობიარე ვიყავი, არაფრის გამო შემეძლო მეცინა, მეტირა... როცა სიკვდილმისჯილებთან შიო მღვიმელისობოლს" ვკითხულობდი, სულ ცრემლებად ვიღვრებოდი...


შესრულებული როლებიდანკატოს" (ფილმიდანქაჯანა") გამოვარჩევდი დამაიას" (“მაია წყნეთელი "), რომელშიც შევძელი აქტიორული გარდასახვა, თუმცა, როგორც ყოველთვის უკმარისობის გრძნობა მაინც დამრჩა...


ბუნებით სიცოცხლის მოყვარული და ოპტიმისტი ვარ. საკუთარი თავისხელში აყვანა" შემიძლია. მე ჩემი სამყარო მაქვს, გამოგონილ სამყაროში ვთამაშობ როლებს.


მალე მავიწყდება წყენა. დიდი პატიება და მიტევება შემიძლია. ეს რომ არ შემძლებოდა, ამდენი წლის უმოქმედობას, ამდენ მიყენებულ დაუმსახურებელ ტკივილს როგორ დავძლევდი? მენანება გაცდენილი დრო...


ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს… მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს...


იცით როდის ვცოცხლობ? როცა სინათლე აინთება და კინოგადაღება იწყება...


მაყურებლის სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და რას მაძლევს ეს? ყველაფერს. ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო მსახიობისთვის, რომელსაც არავითარი ჯილდო და ქონება შეედრება".

0
403
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0