საზოგადოება მწერალ თამაზ ჭეიშვილის და „სირიუსის“ შეხვედრა თბილისის 147-ე სკოლის მე-7 კლასელებთან 4 აპრილი, 23:18
4 აპრილის თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში მწერალ თამაზ ჭეიშვილთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ინიციატორი ამავე სკოლის მე-7 კლასელი მოსწავლე 13 წლის ანდრეა ჯიმშელეიშვილი იყო.
ერთ დღესაც ანდრეამ აღმოაჩინა, რომ თავის კლასის ლიტერატურის წიგნში, ცნობილი ქართველი მწერლის თამაზ ჭეიშვილის მოთხრობის „სირიუსი იდუმალი სტუმარის“ მცირე მონაკვეთი იყო დაბეჭდილი, რაზეც მასწავლებლისგან დავალება მიიღო და შესაბამისად, მოსწავლემაც დავალება გადაჭარბებული წარმატებით შეასრულა...
ჟურნალისტი დედის დახმარებით, ანდრეამ პოპულარული ქართველი 75 წლის მწერალი მოძებნა, პირადადაც გაიცნო და მეტიც, 1985 წელს დაბეჭდილი ამ წიგნის ახალი ვერსიის 2024 წლის გამოცემის „სირიუსი იდუმალი სტუმარის“ საჯარო პრეზენტაციაზე დასწრებაც მოახერხა, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. სწორედ აქ დაიბადა იდეა საკუთარი კლასელები და მეგობრები შეეხვედრებინა და პირადად მოეწვია მწერალი სკოლაში, საკუთარ კლასში.
მოსწავლის იდეამ საჯარო მხარდაჭრა მიიღო 147-ე სკოლის დირექტორისგან ირინა წიკლაურისგან, კლასის დამრიგებლის ნათელა მოდებაძის და ქართულის პედაგოგ ნაირა მედოიძისგან. დიდი მონდომებით მოემზადა მთელი კლასი, ბავშვებმა საფუძლიანად შეისწავლეს მწერლის ცხოვრება, წარსული და კითხვა-პასუხის რეჟიმში სასიამოვნო დაკითხვაც კი მოუწყვეს სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე. ერთმანეთზე საინტერესო შეკითხვები, კარგად მომზადებული მოწაფეები, მწერლისთვის დასმული საინტერესო კითხვები, წინა დღით დახატული ნამუშევრები და კომპოზიციები თამაზ ჭეიშვილისთვის და დიდი ინტერესი „სირიუსის“ მიმართ. გახარებულმა მწერალმა კლასის ყველა მოსწავლეს „სირიუსის“ ახალი გამოცემა ავტოგრაფებით საჩუქრად გადასცა და მადლობა გადაუხადა მათ თანაკლასელს ანდრეა ჯიმშელეიშვილს ამ შეხვედრის იდეისთვის. კმაყოფილები იყვნენ პედაგოგებიც და სკოლის დირექტორიც რომლებმაც მწერალს მობრძანებისთვის და ბავშვების ინტერესის დაკმაყოფილებისთვის მადლობა გადაუხადეს 50 1-ს მოსწონს
|