დედამიწა სამყაროში აუცილებლად ყველაზე საუკეთესო პლანეტა არ არის. მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტათაგან, მკვლევრებმა გამოავლინეს ოცი ისეთი ეგზოპლანეტა, რომლებსაც შეიძლება, სიცოცხლისთვის იმაზე უკეთესი გარემო პირობები აქვს, ვიდრე დედამიწას ზოგიერთი მათგანი გარს უვლის ვარსკვლავებს, რომლებიც შეიძლება ჩვენს მზეზე უკეთესებიც იყვნენ.
ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსოტეტის ასტროფიზიკოსის, დირკ შულცე-მაკუჩის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში აღწერილია პოტენციურ „სუპერსასიცოცხლო“ პლანეტათა მახასიათებლები; მათ შორის არის დედამიწაზე ხნიერი, ოდნავ დიდი, ოდნავ თბილი და სავარაუდოდ წყლიანი პლანეტები. გარდა ამისა, სიცოცხლე შესაძლოა გაცილებით ადვილად ყვაოდეს იმ პლანეტებზე, რომლებიც გარს უვლიან ნელა ცვალებად, მზეზე უფრო დიდი სიცოცხლისუნარიანობის მქონე ვარსკვლავებს.სუპერსიცოცხლისუნარიანი პლანეტობის კანდიდატთაგან ტოპ 24 ჩვენგან ასზე მეტი სინათლის წლით არის დაშორებული, მაგრამ როგორც შულც-მაკუჩი აღნიშნავს, ეს კვლევა ფოკუსირებაში დაეხმარება სამომავლო დაკვირვებებს.
„შემდეგი თაობის კოსმოსური ტელესკოპებით ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ და მნიშვნელოვანია, უკვე შევარჩიოთ გარკვეული სამიზნეები. ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ იმ პლანეტებზე, რომლებსაც ყველაზე იმედისმომცემი გარემო აქვთ კომფლექსური სიცოცხლისთვისთუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ ჩავიციკლოთ მეორე დედამიწის პოვნაზე, რადგან შეიძლება არსებობდეს პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისათვის ჩვენს პლანეტაზე უფრო მეტად ხელსაყრელია“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დირკ შულცე-მაკუჩი.
მიზანი იყო გამოევლინათ სუპერსასიცოცხლო კრიტერიუმები და ჩვენთვის ცნობილ 4500 ეგზოპლანეტას შორის ეძებნათ საუკეთესო კანდიდატები.
სიცოცხლისუნარიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ პლანეტებზე უცილობლად არის სიცოცხლე უბრალოდ ნიშნავს იმ გარემოს, რომელიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იქნებოდა.კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში, მკვლევრებმა შეარჩიეს პლანეტა-ვარსკვლავის სისტემები იმის ალბათობით, რომ კლდოვანი პლანეტები დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ, ანუ მისგან ისეთ მანძილზე, რომ არის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის საჭირო გარემო.მზე ჩვენი მზის სისტემის ცენტრია, მაგრამ მას შედარებით მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს — დაახლოებით 10 მილიარდი წელი.დედამიწა დაახლოებით 4, 5 მილიარდი წლისაა, მაგრამ მკვლევართა მტკიცებით, სიცოცხლისთვის ყველაზე ხელსაყრელია 5-დან 8 მილიარდამდე წლის პლანეტები.