x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138424
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რომელ ქვეყნებში ითვლება საყვარლის ყოლა ნორმალურად?

image


ღალატის თემა მარადიულია, ის არასოდეს კარგავს აქტუალურობას და საკმაოდ მწვავედაც ავლენს თავს. წყვილებს შორის ღალატის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყურადღების ნაკლებობაც, თუმცა საყვარლებს იმიტომ არ იჩენენ რომ მათთან ერთად გამოფენებსა თუ კინოპრემიერებს დაესწრნონ. განმსაზღვრელი ფაქტორი მაინც ინტიმური ურთიერთობაა, შედეგები კი, რომელიც შეიძლება ღალატს მოჰყვეს შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი, მაგრამ ნუთუ საყვარლის ყოლას ყველა ქვეყანაში ასე მტკივნეულად განიცდიან? რა თქმა უნდა - არა. არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც საყვარლის ყოლა სრულიად ნორმალური მოვლენაა. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ქვეყნების შესახებ მოგიყვებით, სადაც მარცხნივ გახვევა სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ.



იაპონია


image


იაპონიაში ქალებს საყვარლის გაჩენა სასტიკად ეკრძალებათ, მაშინ როდესაც საზოგადოება მამაკაცების მიმართ გაცილებით ლმობიერია. საქმე იმაშია, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ საყვარლის ყოლა და ეს "ამომავალი მზის" ქვეყანაში სრულიად ნორმალურად ითვლება. მეტიც, მამაკაცს შეიძლება ქორწინების მიღმა რამდენიმე ურთიერთობაც კი ჰქოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ფინანსურად ყველა ქალის უზრუნველყოფა შეუძლია, ხოლო ძველ დროში მამაკაცს ქალების რამდენიმე მიზნით არჩევის უფლება ჰქონდა. გეიშასთან მას ინტელექტუალური საუბრები აკავშირებდა, ცოლთან ის შთამომავლობის გაგრძელებაზე ზრუნავდა, ხოლო მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ის უბრალოდ სიყვარულით კავდებოდა.




კორეა


image


კორეაში სამოქალაქო ქორწინება დიდად არ უყვართ. მათთვის ურთიერთობის ეს ფორმატი აკრძალულ ხილს წარმოადგენს, თუმცა მამაკაცებს ეს ცოლების ღალატში ხელს მაინც არ უშლის. მათ თავიანთი საყვარლები კარაოკე ბარებში სრულიად ღიად და თავისუფლად დაჰყავთ, მაშინ როდესაც ცოლს განქორწინების მოთხოვნის უფლება მაშინაც კი არ აქვს თუ ქმარი სახლში ღალატის აშკარა კვალით ბრუნდება.




საფრანგეთი


image


რაც შეეხება ფრანგებს, ისინი ამ მხრივ უფრო ფრთხილები არიან, რადგან აშკარა ღალატმა შეიძლება მათ ქორწინებას საბოლოოდ ძირი გამოუთხაროს, ამიტომ ისინი საყვარლებს ფარულად იჩენენ. ამ ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის საყვარლის ყოლა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება.




ტაილანდი


image


ინტიმურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ტაილანდელები ძალიან ლოიალურები არიან. ამ ქვეყნის მაცხოვრებლის მიერ სხვისთვის ინტიმური მომსახურების გაწევის შემთხვევაში, იქნება ეს ქალი თუ კაცი, მას არავინ გაკიცხავს. მეტიც, თუ ტაილანდელი ქალი ურთიერთობას უცხოელთან ფულის გამო დაამყარებს, ამის შესახებ ის საკუთარ ქმართან აუცილებლად დაიტრაბახებს.




შვედეთი

image

შვედებმა ინტიმის შესახებ უკვე საბავშვო ბაღიდან იციან, და სულაც არ ერიდებათ თავიანთ სურვილებზე ღიად და ხმამაღლა საუბარი, ხოლო რაც შეეხება ღალატს მათი დამოკიდებულება ორგულობის მიმართ სრულიად ადეკვატურია.




ნიგერია



image


2016 წელს ნიგერიელი ქალები მსოფლიოში ყველაზე მოღალატე ცოლებად დასახელდნენ. როგორც ირკვევა მათი 62% საკუთარ პარტნიორს ღალატობს, ამის მიზეზად კი ინტიმურ ცხოვრებაში მათი მრავალფეროვნებისადმი სიყვარული დასახელდა.







0
540
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
540