x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ილონ მასკის განცხადებით ამ წლის ბოლომდე წარადგენს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტოკარს
image
ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, რომ მისი კომპანიის კონსტრუქტორები და ინჟინრები მუშაობდნენ ზესწრაფ ავტომობილზე, რომლის სრულ და დასრულებულ პრეზენტაციას გამართავდნენ წელს, სავარაუდოდ წლის მიწურულს.


მასკის კომპანიამ აღნიშნული მოდელის "Tesla Roadster"-ის პირველი მოდელი რამდენიმე წლის წინ შექმნა და გამოსცადა. 2017-2018 წლებში მასკის კომპანიამ გამოსცადა აღნიშნული მანქანა, რომელმაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი დადო აჩქარების და სისწრაფის მხრივ. მანქანამ 100 კმ/სთ სიჩქარე 1, 9 წამში განავითარა.


მას შემდეგ მასკის კონსტრუქტორებმა პრაქტიკულად თავიდან შექმნეს მანქანა აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად, შეიცვალა მთელი რიგი მოდულები, ძრავის სიმძლავრეც გაიზარდა. მანქანის სავალ ნაწილებთან დაკავშირებით კი მასკმა განაცხადა: "არ ღირს სასაუბროდ, ეს იქნება რევოლუცია თანამედროვე ავტოწარმოებაში, მანქანის პრეზენტაცია წელს 2024 წელს შედგება, პრეზენტაციის შემდეგ კი მსოფლიოს დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ და ჩვენი ახალი სპორტკარი 100კმ/სთ სიჩქარეს 1 წამზე ნაკლებ დროში განავითარებს".


მე კი არა მსოფლიო ავტომწარმოებელი გიგანტი კომპანიების მესვეურები თავს "იმტვრევენ" იმაზე ფიქრით, თუ რა მეთოდით უნდა ააჩქარონ მანქანა ამ დონეზე მასკის კომპანია "SpaceX"-ის კონსტრუქტორებმა და ინჟინრებმა, რომლებიც აღნიშნულ მოდელზე მუშაობენ.



ცალკეულმა ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მასკის ინჟინრები მათთვის უცნობ, სარაკეტო ამაჩქარებელ მოდულს გამოიყენებენ სპორტკარის ასაჩქარებლად, მაგრამ მასკს ეს ჰიპოტეზა სასაცილოდაც კი არ ეყო.
როგორც, უკვე გითხარით მანქანის პრეზენტაცია წელს შედგება, ხოლო გასაყიდად წარმოებაში მომავალი წლიდან ჩაეშვება.

0
67
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
67