x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138429
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ კინკლაობდა რამაზ გიორგობიანთან ხათუნა კოტრიკაძე და რა დარიგებას აძლევდა გია ფერაძე?
image

გუშინ გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ხათუნა კოტრიკაძე, რომელმაც სულ სამ ფილმში ითამაშა, ""მეთხუთმეტე გაზაფხული" (1971წ.), "მოიტაცეს თამარ ქალი(1971) და "მხიარული რომანი"(1972წ.)



მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა და იმ დროის სილამაზის, სინაზის და სიწმინდის ეტალონის შექმნა, სამწუხაროდ ხათუნა კოტრიკაძე მალევე გათხოვდა, 17 წლის ასაკში, მეკარე დავით გოგიაზე, რის შემდეგაც მისი კინოკარიერა სამუდამოდ შეწყდა, მიხედავად იმისა, რომ მას შემდგომ კიდევ მრავალჯერ ჰქონდა კინოდან შეთავაზებები.


imageკადრი ფილმიდან "მეთხუთმეტე გაზაფხული"




როგორ მოხვდა ხათუნა კინოში? ამის შესახებ წლების წინ ისაუბრა ხათუნას დედამ, ნანულიმ:


– ხათუნა პირველ სკოლაში სწავლობდა. მათთან „თუში მეცხვარის“ რეჟისორი სოსო ჩხაიძე მივიდა. ბავშვები შეათვალიერა და ხათუნა მოეწონა. გადაიღო ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. ყველა გადარეული იყო. პირველივე დღიდან როგორც გამოცდილმა მსახიობმა, ისე ითამაშა. ამის შემდეგ – ხან ვინ გვირეკავდა, ხან – ვინ, რომ ფილმში გადაეღოთ. მერე ლეილა გორდელაძემ დაგვირეკა. მითხრა, რომ „მოიტაცეს თამარ ქალს იღებდა“ და მთავარ როლზე ხათუნა სჭირდებოდა. აუტანელი ხასიათის ქალი იყო. ეგ და ხათუნა ვერ რიგდებოდნენ, ურთიერთობა უჭირდათ. დღეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ უნიჭო სურათი გამოვიდა.



imageკადრი ფილმიდან "მოიტაცეს თამარ ქალი"


ამის შემდეგ ლერიკო ხოტივარმა მიიწვია „მხიარულ რომანზე“. ჩემს ქმარს კარგად იცნობდა და სთხოვა – ძალიან მინდა, შენი შვილი ამ ფილმში მოხვდესო. ხათუნა ცხოვრებაშია შებოჭილი, თორემ ეკრანისთვის ძალიან თავისუფალი იყო და ამით მოეწონა ყველას. აბსოლუტურად ყველა გადაღებაზე თვითონ მიმყავდა და მომყავდა. მამამისი მარტო გაუშვებდა? მახსოვს, რამაზ გიორგობიანთან („მხიარულ რომანში“ შეყვარებულის, დათო მგალობლიშვილის როლის შემსრულებელი). სულ კინკლაობდა. აბრაზებდა – რა უშნო ხარო. დათო ეუბნებოდა: სამაგიეროდ, შენ ხარ ძალიან ლამაზიო. „მოიტაცეს თამარ ქალში“ ბიჭები რომ თამაშობდნენ, ყველა ხათუნაზე უფროსი იყო. გია ფერაძე, როგორც უფროსი ძმა, დარიგებებს აძლევდა: ხათუნა, არასოდეს დაირქვა „სვოი გოგოს“ სახელი. შენ გგონია, ასეთი გოგონები მოსწონთ ბიჭებსო?!

imageფილმის "მხიარული რომანის " გადაღების დროს


0
253
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0