x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137365
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511340
ტოპ 3 უჩვეულო სერიალი სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის

სამეცნიერო ფანტასტიკა, ალბათ, იმ ჟანრს წარმოადგენს, რომელიც მუდმივად რაღაცის ძიებისა და აღმოჩენის პროცესშია, რაც სწორედაც რომ ხდის ამ ჟანრს ასეთ საინტერესოს. ახლა კი, სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს მსურს, რომ შემოგთავაზოთ ტოპ 3 უჩვეულო სერიალი ამ ჟანრში.


1. "დაკარგულები" (2004-2010)


"დაკარგულები'' ეს არის შესანიშნავი სერიალი, ყველაზე კომპლექსური და ერთმანეთთან დაკავშირებული პერსონაჟებით, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით უყურებთ ან თუნდაც, სიამოვნებით, "დაარევოჩებთ''. "დაკარგულებმა'' თავისი წვლილი შეიტანა სამეცნიერო ფანტასტიკისა და ზოგადად, სერიალების განვითარების ისტორიაში და პირველად შექმნა იმის ფენომენი, რომ ტელესერიალს უნდა შეესწავლა, თითოეული, პერსონაჟის ისტორია დაწვრილებით და მათთვის გამოეყო უფრო მეტი ეკრანული დრო.

imageimage


2. "ბნელი" (2017-2020)


"ბნელი'' არის ერთ-ერთი არაამერიკული, გერმანული, სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელმაც პირველად შექმნა პრეცედენტი მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც ბევრ ამერიკულ სამეცნიერო ფანტასტიკას გაუსწრო უმაღლესი რეიტინგითა და კრიტიკოსების საუკეთესო შეფასებით. "ულამაზესი, იდუმალი და ცოტათი გასაგიჟებელი სერიალი'', აი, სწორედ, ასე აღწერეს "ბნელი '' კრიტიკოსებმა. მოცემული სერიალის ამოცანების ამოხსნა ძალზე საინეტერესოა და მისი თავსატეხები ნებისმიერ მაყურებელს დააინტრიგებს. ყველა პერსონაჟი, აქაც, ერთმანეთთან დაკავშირებულია, არის დროში მოგზაურობის თემატიკაც, ისევე, როგორც "დაკარგულებში'' და სწორედ, ამით გაგახსენებთ იგი ამ შესანიშნავ სერიალს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი თემატიკის სერიალები, ძალზე უინტერესოა, პირიქით, მათში ახალი და საინტერესო დეტალების აღმოჩენა უფრო და უფრო აღგაფრთოვანებთ, ჩემსავით, მუდმივ კითხვებზე პასუხის მაძიებლებს.

imageimage

3. "ალისა საზღვართან" (2020-დღემდე)


"ალისა საზღვართან'' არის ერთ-ერთი საუკეთესო, სამეცნიერო ფანტასტიკა, რაც კი უახლესს პერიოდში შექმნილა. იაპონელების წარმოსახვას, რომ საზღვარი არ გააჩნია, ეს ისედაც, ცხადია და ეს სერიალიც ყოველგვარად ეცდება თქვენს გაოცებასა და თქვენში მძაფრი ემოციების გამოწვევას. მასში ყველაფრია, რაც კი სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს უყვართ, დამაინტრიგებელი სიუჟეტი, აუხსნელი გარემოებები, მეგობრობა, სიყვარული, სამართლიანობა, უსამართლობა, სიკვდილისა და სიცოცხლის თემატიკა და განუწყვეტლივ, ცხოვრების აზრის ძიების ფენომენიც, შესანიშნავადაა მასში აღწერილი და შესწავლილი. ასე, რომ დროს არ დაკარგავთ თუკი ამ შესანიშნავ იაპონურ სამეცნიერო ფანტასტიკას უყურებთ, პირიქით, არ ინანებთ, რომ თქვენი ძვირფასი დრო, ასეთ შესანიშნავ პროექტს დაუთმეთ.

imageimage

მოკლედ, ეს იყო ის სია, რომელიც დღეს მსურდა, რომ განმეხილა <3 იმედია, მოგეწონებათ <3 პ.ს. ყოველმხრივ, ვეცდები, მომავალში სხვა სამეცნიერო ფანტასტიკის სერიალებიც განვიხილო <3


0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0