საზოგადოება ბათუმში "ორბის" მაღალკორპუსიანი აივნიდან რკინის მოაჯირი მოძვრა და გადმოვარდა 25 იანვარი, 19:15 ბათუმში კობალაძის #4-ში "ორბის" მაღალკორპუსიან აივნიდან რკინის მოაჯირი მოძვრა, გადმოვარდა და ავტომობილებს დაეცა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა მანქანები. ერთ-ერთი დაზარალებული ლაშა ველიაძე ამის შესახებ ფეისბუქზე წერს და ამბობს, რომ კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ზიანის ანაზღაურებაზე, რაც 12 ათას ლარზე მეტია: "კომპანია “ორბი”-ს შენობას (ორბი პლაზა) მოწყდა “ევროსტანდარტებით დამონტაჟებული” მოაჯირი და დაეცა ჩემი მეუღლის ავტომობილს. დაზიანებას თავადაც ხედავთ. ფაქტი დაზიანების შესახებ დაფიქსირებულია 112-ში და შესაბამისად საპატრულო ეკიპაჟის მიერ შედგა ოქმი.
მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვეცადე პრობლემის მოგვარება.გადავწყვიტე წერილობით მიმემართა კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურების თაობაზე. კომპანიის კანცელარიაში რამდენიმეჯერ დამჭირდა მისვლა იმისთვის, რომ მინიმუმ განცხადება ჩაებარებინათ.
მიპასუხეს: “ზევით” თუ არ გაქვთ ვინმესთან შეთანხმებული განცხადებას ვერ ჩავიბარებთო.
ნუ მოკლედ რომ ვთქვა მივაღწიე იმას რომ განცხადება დავტოვე(ხარჯთაღრიცხვით). პარალელურად შინაურ-ნაცნობ-ახლობლების მეშვეობით ვცდილობდი კომპანია კეთილ ნებამდე მისულიყო და ზარალი აენაზღაურებინა. საბოლოოდ გადაწყდა ისე, რომ არაფერსაც არ ანაზღაურებენ და საკმაოდ დიდი ზარალი რომელსაც ხარჯთაღრიცხვაში ხედავთ დარჩა ჩემი გადასახდელი" - წერს ლაშა ველიაძე.
ის აპირებს კომპანიის წინააღმდეგ სასამრთლოში სარჩელის შეტანას. 138 შეფასება არ არის
|