x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136141
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510396
„მამაშენი ცოცხალია? მეკითხება მამაჩემი ?! და გააგრძელა კანფეტის ჭამა“ - ნანიკო ხაზარაძე(ვიდეო)
image

როგორც ცნობილია ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის მამას, ექიმს და პროფესორს დათო ხაზარაძეს დემენციის გამო მეხსიერების პრობლემები აქვს. სამწუხაროდ, როგორც ირკვევა ის არამარტო შვილს, არამედ თავის თავსაც ვეღარ ცნობს.



ნანიკო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მამამისი ტელეწამყვანს ეკითხება ჰყავს თუ არა მამა ცოცხალი.


„მამაშენი ცოცხალია? მეკითხება მამაჩემი?! და გააგრძელა კანფეტის ჭამა“, - წერს ნანიკო ხაზარაძე.



"ასეთი რამ ბუნებაში არ უნდა არსებობდეს. ამაზე დიდი ტრაგედია და ტკივილი ნუთუ არი??"


"ეეხ მამაჩემი ცოცხალი მყავდეს და თუ გინდა ასე იყოს. კაცმა არ იცის წინ რა გველის. ჯანმრთელობა ოჯახს"


"რა საყვარელია. რატომ უნდა ემართებოდეს ასეთი რამ კარგ ადამიანს..."


"ბედნიერებაა რომ მეტყველების უნარი არ დაკარგა, დედაჩემს აქვსეს დაავადება და ყველა საშინელებასთან ერთად მეტყველების უნარიც დაკარგა, მეხსიერება ყველა გაგებით დაუქვეითდა, მხოლოს ემოციებით ვხვდებით მის გრძნობებს.. საშინელებაა, ჩემი სიცოცხლის წლებს მოვიკლებდი ოღონდაც დედა ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილიყო.."-წერენ კომენტარებში.



დე­მენ­ცია ადა­მი­ა­ნის ისეთი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბას მსჯე­ლო­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბის, ორიენტაციის, აზროვნების პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა. დე­მენ­ცი­ის სიმპტო­მე­ბი ნელ-ნელა იწყე­ბა და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან უა­რეს­დე­ბა.



დემენციის სხვადასხვა ტიპები არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ალცჰაიმერის დაავადება. დემენცია 65 წლის ზემოთ მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს აღენიშნება გამოვლენილი დემენციების 10% არის შექცევადი.


გასული წლის მარტში ნანიკო ხაზარაძემ გამოქვეყნა ვიდეო, სადაც მამამისი თავად განმარტავს დემენციის მნიშვნელობას."თვითონ დემენცია აქვს და დემენციაზე ლაპარაკობს"-ასეთი მინაწერი გაუკეთა ნანიკო ხაზარაძემ ვიდეორგოლს.


0
201
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0