x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 აღმოჩენა, რომელმაც წარსულის შესახებ, ჩვენი წარმოდგენები შეცვალა

კაცობრიობის ისტორია სავსეა საიდუმლოებითა და მოულოდნელობებით. ყოველწლიურად, მეცნიერები და მკვლევარები სულ–ახალ არტეფაქტებს, რელიკვიებს და უძველესი ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულებებს პოულობენ, რომლებიც წარსულის შესახებ, წარმოუდგენელ ფაქტებს ავლენენ. ამ სტატიაში მოყოლილია სამ ყველაზე გასაოცარ და მნიშვნელოვან აღმოჩენაზე, რომელმაც ჩვენი წარმოდგენა, წარსულის შესახებ, ნამდვილად შეცვა.


ლასკო
image


ლასკო გამოქვაბულია საფრანგეთში, რომელიც პალეოლითის პერიოდში შესრულებულ 600-ზე მეტ ნახატს და 1500-ზე მეტ გრავიურას შეიცავს. უძველესი არტეფაქტი, ჩვენს ერამდე, დაახლოებით, 15 ათასი წლით არის დათარიღებული. გამოქვაბულის კედლებზე ასახულია ცხოველები, ადამიანები, სიმბოლოები და ნიშნები. ეს ნახატები და გრავიურები პირველყოფილი ადამიანების სულიერ, მხატვრულ და კულტურულ ცხოვრებას, ბუნებასთან მათ ურთიერთქმედებასა და მსოფლმხედველობაზე მოწმობს.

აღნიშნული გამოქვაბული 1940 წელს ოთხმა მოზარდმა აღმოაჩინა, რომლებიც თავიანთ ძაღლს ეძებდნენ. ლასკო მსოფლიოში, უძველესი ხელოვნების, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება.


უძველესი პომპეი და ჰერკულანეუმიimage


პომპეი და ჰერკულანეუმი — ძველი რომაული ქალაქებია, რომლებიც ფერფლისა და ლავის ფენის ქვეშ, 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, მთლიანად დაიმარხა. ქალაქები სრულიად შემთხვევით, XVIII ს. აღმოაჩინეს და მრავალი არქეოლოგიური გათხრის საგნად იქცნენ. ორივე ქალაქი ინფორმაციის უნიკალურ წყაროს წარმოადგენს, ძველი რომის ცხოვრების, კულტურის, ხელოვნების, რელიგიის, არქიტექტურისა და ტექნოლოგიის შესახებ. ამ ქალაქებში მთელი უბნები, სახლები, ტაძრები, თეატრები, აბანოები, მოზაიკა, ფრესკები, ქანდაკებები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ვულკანის მსხვერპლთა ცხედრებიც კი არის შემორჩენილი.


მაიას კოდექსებიimage


მაიას კოდექსები — ეს მაიას იეროგლიფური დამწერლობით შექმნილი უძველესი წიგნების კოლექციაა, რომელიც მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში, ესპანელების მისვლამდე გამოიყენებოდა. წიგნები ხის ქერქისგან იყო დამზადებული და მარაოსებრად იკეცებოდა. ათასზე მეტი ხელნაწერიდან, ჩვენამდე მხოლოდ 4–მა მოაღწია. ესენია: დრეზდენის, პარიზის, მადრიდის და გროდნოს კოდები. აღნიშნული ხელნაწერები ინფორმაციას შეიცავს მაიას ასტრონომიის, კალენდრის, რიტუალების, მითოლოგიის, ისტორიის და გეოგრაფიის შესახებ. მაიას ხელნაწერები, ცოდნის მნიშვნელოვანი წყაროა, ამ უძველესი ცივილიზაციის შესახებ, რომელმაც თავისი განვითარების უმაღლეს დონეს მათემატიკაში, ასტრონომიაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში მიაღწია.


image

სხვა სიახლეები:


* ერთი დღე უიღბლოების ცხოვრებიდან (25 ფოტო)

* როცა მოდა შთაგონებას ბუნებიდან იღებს... (50 ფოტო)

* ტუტანხამონის სამარხში ნაპოვნი სამკაული არამიწიური აღმოჩნდა

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
476
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0