x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138423
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ერთით ნაკლები საიდუმლო: ვინ დაწერა "კამასუტრა"

image


ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის ბოლოს ინდოეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა. იმ დროს, ქვეყანა როგორც ასეთი ის ჯერ კიდევ არ არსებობდა, ინდოსტანი სხვადასხვა სამთავროებს მოიცავდა, რომლებსაც ერთმანეთთან მეცნიერებისა და კულტურის განვითარება აკავშირებდათ.


image


სწორედ იმ დროს მოხდა ბრაჰმანების (ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების - ვარნის წარმომადგენლები, ქურუმები, ინტელექტუალები. ბრაჰმანის უმთავრესი მოვალეობაა, შეისწავლოს ვედები და ბრაჰმანის ჭეშმარიტებას დაეუფლოს, ამიტომ სიტყვა ბრაჰმანი "სწავლულის" მნიშვნელობითაც იხმარება) ენის - სანსკრიტის ფორმირებაც, რომელზეც დაიწერა პირველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები თითქმის ყველა თემაზე. სწორედ ლიტერატურულ ძველინდურ ენაზე აღწერდნენ იმ დროინდელი მწერლები სხვადასხვა სასიცოცხლო და ფილოსოფიურ ჭეშმარიტებას, რომლებიც ადრე მხოლოდ ზეპირ მეტყველებაში ინახებოდა.


image


ერთ-ერთი ასეთი სწავლება იყო "კამაშასტრა" - მეცნიერება სიყვარულის შესახებ, წესების ერთობლიობა, რომელსაც დედები თავიანთ ქალიშვილებს, მამები კი - ვაჟებს გადასცემდნენ, მაგრამ მალე ბრაჰმინმა, სახელად მალანაგა ვაციაიანამ თავისი სწავლების წიგნად გამოცემა გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ "კამასუტრას" არ ჰქონდა დართული თან სურათები და თავიდან ის მხოლოდ ცარიელ ტექსტს წარმოადგენდა, რომელშიც ყველა წესი იყო აღწერილი. წიგნი 7 ნაწილისგან შედგება:


image



1. პირველში ავტორი საყოველთაო სიყვარულზე საუბრობს


2. მეორე ნაწილი თავისი სიყვარულის 64 პოზითვე მოგვიანებით ყველაზე პოპულარული გახდა



3. მესამე ნაწილში ავტორი მკითხველს ცდუნების ხელოვნებას ასწავლის, ანუ რისი გაკეთებაა საჭირო საპირისპირო სქესის ყურადღების მისაპყრობად


4. მეოთხე ნაწილი სასარგებლო რჩევებს ეთმობა, რომლებიც მეუღლეებს ქორწინებაში ურთიერთგაგების მიღწევაში ეხმარება



5. მეხუთე ნაწილი კი თქვენი გზამკვლელი იქნება სხვისი ცოლის მოხიბვლასა და თან შეუმჩნევლად დარჩენაში!



6. მეექვსე ნაწილი პროსტიტუციის ფილოსოფიას წარმოადგენს და ამ პროფესიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დამყარების პრინციპებს ემყარება



7. მეშვიდე ნაწილში საუბარია სექსუალობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე


image


სასიყვარულო ტრაქტატი თანამედროვეებში იმდენად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნაწილი, რომ ნიჭიერმა მხატვრებმა და მოქანდაკეებმა უმალვე დაიწყეს ყველა აღწერილი 64 პოზიციის ტილოებსა და კედლებზე გამოსახვა.











0
215
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
215