x
მთვარეულების დაუჯერებელი ისტორიები

image

რა შეედრება ტკბილ, უშფოთველ ძილს, როცა ორგანიზმი ისვენებს და მომდევნო დღეს ახალი ენერგიით ხვდები. დასვენება კარგია, მაგრამ ასე არ ფიქრობ მაშინ, თუ ღამით თვალდახუჭული დადიხარ, ლაპარაკობ და იმის გარდა, რომ გარშემომყოფებს მსგავსი საქციელით სულითხორცამდე აშინებ, ისეთ რამეს სჩადიხარ, რის გაკეთებაზეც ფხიზელი არც კი იფიქრებდი.

სექსი ძილის დროს
ავსტრალიაში მცხოვრებ შუახნის ქალბატონს უცნაური ჩვევა აღმოაჩნდა. ის შუაღამისას დგებოდა საწოლიდან, ტოვებდა სახლს და სექსით კავდებოდა ნებისმიერ შემხვედრთან. ამ ჩვევის გამოვლენიდან, სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ მეუღლემ შეამჩნია, რომ სახლი სავსე იყო გამოყენებული პრეზერვატივებით და ერთხელ ფაქტზეც წაასწრო მის მხვრინავ მეუღლეს სხვა მამაკაცთან. ცოლ-ქმარმა მედიკოსებს მიმართა და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ექიმები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ქმარი იტანჯებოდა ”გულუპყვილო იდიოტების”ყველაზე მძიმე ფორმით, საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ პაციენტს ჰქონდა REM-ის ქცევითი დარღვევა(RBD), ანუ რასაც ქალბატონი სიზმარში ნახულობდა იმას სინამდვილეში აკეთებდა. ვერაფერს იტყვი, სიზმრებიც ასეთი უნდა. image


image


მძინარე თვითმკვლელიimage2007 წელს გერმანელმა თინეიჯერმა ფანჯარა გაამტვრია და მე-4 სართულიდან გადმოხტა. ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი - თვითმკვლელებს, ხომ რა დათვლის - რომ არა ერთი დეტალი. როცა იქვე მყოფი ადამიანები შემთხვევის ადგილზე მიცვივდნენ, დაინახეს 17 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მოტეხილი ხელ-ფეხის მიუხედავად მშვიდად ეძინა. ალბათ წარმოგიდგენიათ ბიჭის გაკვირვება, როცა გიფსში გახვეული ხელ-ფეხით საავადმყოფოში გაიღვიძებდა.




სახიფათო ძიძა
2003 წელს დენვერში მცხოვრები ჩუმი და მოკრძალებული მომვლელი დასაძინებლად დაწვა და აქედან დაიწყო ნამდვილი ქაოსი. imageის მძინარე ადგა საწოლიდან, მოიყუდა და დაცალა ნახევარი ღვინის ბოთლი, ღამის პერანგის ამარა გავიდა გარეთ, ჩაჯდა მანქანაში და დაიწყო სვლა უახლოეს გზაჯვარედინამდე. ხომ წარმოგიდგენიათ პოლიციელების გაკვირვება, როცა მთვრალი-მძინარე ძიძა დაინახეს image საჭესთან, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ქალბატონმა გააჩერა მანქანა შუა გზაჯვარედინზე - ეს ალბათ საგზაო წესებით დაშვებულია, თუ მთვრალი ხარ და ამავედროს გძინავს- და იფიქრა რა, რომ იმყოფებოდა საპირფარეშოში, შუა გზაზე .... დანარჩენს თვითონაც ხვდებით. ძიძა ამასაც არ დასჯერდა და იქვე მყოფ სამართალდამცველებზე იერიშიც მიიტანა. საბოლოოდ, როცა ქალბატონი გამოფხიზლდა, მანქანის არასწორი ტარებისთვის ჯარიმა გამოუწერეს და სახლში გაუშვეს.

image










2
334
3-ს მოსწონს
ავტორი:Pumpkin Joe
Pumpkin Joe
334
  
2012, 10 ოქტომბერი, 10:59
გმადლობ :)
2012, 10 ოქტომბერი, 9:29
+++++++++++++++++++++
კარგი სტატიაა :)
0 1 2