სხვა სამხრეთ კორეაში იკრძალება ძაღლის ხორცის ჭამა და ძაღლების ფერმების მოშენება 2023, 19 ნოემბერი, 15:09
კორეის ნახევარკუნძულზე და კერძოდ სამხრეთ კორეაში ძაღლები ტრადიციულად განიხილება როგორც საკვები და არა მხოლოდ როგორც შინაური ცხოველები, რისთვისაც ამ საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონ ძაღლს კლავდნენ.
მაგრამ ამ ქვეყანაში ძაღლის ხორცის მოხმარება მკვეთრად შემცირდა, რაც დაკავშირებულია როგორც ცხოველთა უფლებების დამცველების მხრიდან კორეელების განუწყვეტელ კრიტიკასთან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ ცვლილებებთან. ოფიციალურ დონეზე სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის აკრძალვის მცდელობები დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ ახლა მთავრობა და მმართველი სახალხო პარტია აპირებს შესაბამისი კანონის მიღებას მიმდინარე წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც, ძაღლების სელექციონერები და კვების ობიექტების მფლობელები, რომლებიც ძაღლის ხორცისგან დამზადებულ კერძებს სთავაზობენ მომხმარებლებს, აქტიურად ეწინააღმდეგებიან ამ ინიციატივას. კანონპროექტი ითვალისწინებს მკაცრ აკრძალვებს ძაღლების მოშენებაზე დაკვლის მიზნით და ძაღლის ხორცის ჭამაზე, ასევე ძაღლის ხორცის დისტრიბუცია-რეალიზაციაზე. კანონის მიღების შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ შევა ძალაში, მაგრამ დამრღვევებს 2027 წლიდან დიდი ჯარიმები და ციხეც კი ემუქრებათ. გარდამავალ პერიოდში მთავრობა ფინანსურად დაეხმარება ძაღლის ხორცში ჩართულ ბიზნესს, პროფილის შეცვლაში. სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა იო ეუი-დონმა კანონპროექტის წარდგენისას თქვა: „ჩვენმა საზოგადოებამ დროა დაასრულოს ძაღლის ხორცის მოხმარება“. სამხრეთ კორეის სტატისტიკის ბიუროს ცნობით, ქვეყანაში დღეს არის 1150 ძაღლის ფერმა, 34 სპეციალიზებული სასაკლაო, 219 ძაღლის ხორცის სადისტრიბუციო კომპანია და დაახლოებით 1600 რესტორანი, სადაც ძაღლის ხორცისგან კერძებს ამზადებენ. ცხოველთა დაცვის საერთაშორისო საზოგადოება მიესალმა სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივას და მოუწოდა შეწყვიტოს 3-წლიანი გარდამავალი პერიოდი და დაუყონებლივ დაიხუროს ქვეყანაში ძაღლების ყველა ფერმა. 60 2-ს მოსწონს
|