x
image
Yoona
Mediator image
რატომ რგავენ მზესუმზირებს ბირთვული კატასტროფის ადგილებში?
1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა კატასტროფამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. მისი შედეგები შეეხო მთელ ევროპას, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პლანეტაზე საუკეთესო სპეციალისტები მოიყვანეს რადიოაქტიურ დაბინძურებასთან საბრძოლველად. რადიაციის შესამცირებლად ყველა ღონისძიების ჩამოთვლა შეუძლებელია. აქტიური მოქმედებები სადგურზე ხანძრის ჩაქრობისთანავე დაიწყეს და დღემდე გრძელდება. მათ შორის არის ძალიან უჩვეულო, მაგალითად, მზესუმზირის დარგვა.



image



ავარიიდან 8 წლის შემდეგ, 1994 წელს, ჩერნობილის ზონაში ჩავიდნენ ამერიკელი მეცნიერები. ისინი იყვნენ კომპანია Phytotech-ის სპეციალისტები და მათ ჩამოიტანეს მზესუმზირის თესლი. განადგურებული ატომური ელექტროსადგურიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში ამერიკელებმა მოაწყვეს 75 კვადრატული მეტრი ფართობის პატარა ბოსტანი და მცენარეები გააშენეს.



დარგეს, დადეს აბრები, რომ ექსპერიმენტი მიმდინარეობს, და წავიდნენ. დიდი ხნით არა. როცა მზესუმზირა გაიზარდა და ცოტა გაძლიერდა, დაბრუნდნენ, მცენარის და მიწის ნიმუშები აიღეს. რამდენჯერმე ჩამოვიდნენ, მზესუმზირის ზრდის მიხედვით. ცოტა ხანში მეცნიერების წარმომადგენლებმა საოცარი ამბავი გამოაქვეყნეს. ყველასთვის კარგად ცნობილი კულტურა რადიაციის წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლი აღმოჩნდა.




image



მზესუმზირის ფესვებმა მიწიდან შთანთქა რადიოაქტიური ლითონი ცეზიუმი, ხოლო ღეროებმა და ფოთლებმა შთანთქა არანაკლებ საშიში სტრონციუმი. 10 დღეში მცენარეებმა ექსპერიმენტულ ადგილზე ნიადაგიდან რადიონუკლიდების 95 პროცენტი ამოიღეს. ამის შემდეგ მცენარის განადგურება მოუწიათ, როგორც სახიფათო ნარჩენის, რადგან მზესუმზირა წარმოუდგენლად რადიოაქტიური გახდა.



2 წლის შემდეგ ექსპერიმენტი გაიმეორეს. ოღონდ დარგეს არა ნაკვეთზე, არამედ მთელ მინდორზე. ყველაფერი განმეორდა – ნიადაგი გაიწმინდა. ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სახეობის მცენარე რამდენიმე კვირაში საგრძნობლად ამცირებს ცეზიუმის და სტრონციუმის რადიოაქტიური იზოტოპების კონცენტრაციას ნიადაგში. ამასთან, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რადიაციის კოლოსალური დოზის მიღების შემდეგ, მზესუმზირა თავს მშვენივრად გრძნობს, ყვავის და სასიკვდილოდ სახიფათო მოსავალსაც იძლევა. რატომ ხდება ასე?



მცენარე ჰიპერაკუმულატორი

image



კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ ასობით მილიონი წლით ჩვენგან დაშორებულ ეპოქაში. როცა დედამიწაზე სიცოცხლე პირველად იბადებოდა, ბუნებრივი რადიაციის დონე გაცილებით მაღალი იყო. მცენარეებს მოუწიათ ამ პირობებთან მორგება და ასეთ პირობებშიც გადარჩენის სწავლა. ფლორის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს უნარი თანდათან დაკარგა, ზოგმა შეინარჩუნა. მზესუმზირამ ევოლუციის პროცესში შეიმუშავა რადიოაქტიური ნივთიერებების შთანთქმის რთული და უჩვეულოდ ძლიერი სისტემა. ის ახლაც მუშაობს.



image



ამ მახასიათებლების გამო ბიოლოგებმა მზესუმზირა ჰიპერაკუმულატორი მცენარეების კატეგორიაში შეიყვანეს. რეკომენდებულია მათი დარგვა იქ, სადაც არის რადიაციული და ქიმიური დაბინძურება. რჩება კიდევ ერთი კითხვა, რაში სჭირდება მზესუმზირას ნიადაგში შემავალი სახიფათო ლითონები? აღმოჩნდა, რომ მცენარე მათ შეცდომით შთანთქავს. მძიმე ლითონები ერევა სხვაში, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.



image


მაგალითად, ცეზიუმი აღიქმება როგორც კალიუმი, რომლის გარეშეც ფოტოსინთეზი შეუძლებელია. სტრონციუმი ბაძავს კალციუმს, რომელიც განვითარებისთვის სჭირდება. რადიაციით ინფიცირებულ მზესუმზირიას ნიადაგიდან ფესვებიანად იღებენ. უსაფრთხოების ზომების დაცვით რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნებში მიაქვთ. იქ მცენარე ნადგურდება პიროლიზის მეთოდით ძალიან მაღალ ტემპერატურაზე. მზესუმზირა გადაიქცევა მინის მსგავს ნივთიერებად და ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე იმარხება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. რატომ არ არის შავ ზღვაში ადამიანისთვის საშიში ზვიგენები?

2. ცეცხლოვანი პლაზმის ძაფები და დედამიწის ზომის ლაქები: მზის ახალი ფოტოები

3. ონკანის წყლის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქლორით, არამედ მტაცებელი ბაქტერიებით უზრუნველყოფილი შეიძლება იყოს

4. რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

5. პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა

6. დღისით იტენება, ღამით რგავს: ავტონომიური რობოტი უდაბნოს გასამწვანებლად

7. დედამიწაზე – 0, 5 მ, მირანდაზე – 57 მ. ნახტომის სიმაღლე სხვადასხვა პლანეტაზე

8. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

9. ოდესღაც ასე აკეთებდა დოკი „უკან მომავალში“: შვეიცარიაში ბანანისგან ენერგიის მიღება ისწავლეს

10. მაგნიტივით მოქმედებს: რობოტი თევზი, რომელიც წყალს მიკროპლასტმასისგან წმენდს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
667
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
667