ფოტოგრაფია ვარსკვლავების 15 ექსპრესიული პორტრეტი, რომლებიც XX საუკუნის ყველაზე ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაიღო 2023, 1 ნოემბერი, 9:18 ფილიპ ჰალსმანი – XX საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფოტოების სერიით სახელწოდებით „ნახტომი“. მის ანგარიშზეა იმ დროის ცნობილი ადამიანების მრავალი პორტრეტი: ალბერტ აინშტაინიდან მერილინ მონრომდე.
უჩვეულო სტილი, დიდი ნიჭი და ქარიზმა დაეხმარა მაღალი მოდის და კულტურის სამყაროში შეღწევაში. ფოტომხატვრის ნამუშევრების დათვალიერებისას ხვდები, რომ პორტრეტი ხელოვნებაა, რომელიც არ შეუძლია ყველა ადამიანს, ვისაც ხელში კამერა უჭირავს. შევკრიბეთ ფილიპ ჰალსმანის 15 ყველაზე ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ღირსშესანიშნავი ნამუშევარი. გლორია სვენსონი – მუნჯი კინოს ეპოქის ვარსკვლავი, მსახიობი და პროდიუსერი. მარლონ ბრანდო – ერთ–ერთი უდიდესი კინომსახიობი. ელიზაბეთ ტეილორი – მე-20 საუკუნის შუა პერიოდის „ჰოლივუდის დედოფალი“. ენტონი პერკინსი – მსახიობი, ცნობილი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში „ფსიქო“ შესრულებული როლით. ფილიპის ახლო მეგობრები იყვნენ ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი, მწერალი თომას მანი, ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი და მხატვარი სალვადორ დალი. გავლენიანი კავშირები დაეხმარა ფოტოგრაფს თავიდან აეცილებინა ხანგრძლივი პატიმრობა, რისთვისაც უდანაშაულოდ გაასამართლეს და მალევე შეიწყალეს. გრეის კელი – მსახიობი და მონაკოს პრინცესა. ბრიჟიტ ბარდო – ფრანგი მსახიობი, მოდელი, მომღერალი. ტიპი ჰედრენი – ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის „ჩიტები“ ვარსკვლავი. ფრენკ სინატრა – ლეგენდარული მომღერალი. რეი ბოლგერი – ამერიკელი მსახიობი და მოცეკვავე. ფილიპი თანამშრომლობდა ისეთ ჟურნალებთან, როგორიცაა Vogue, Vu და Voilà. ცნობილი ადამიანების მსგავსი ფოტოები ნახტომში 200-ზე მეტია, მათ შორის ყველაზე ცნობილია ტვიგისა და სალვადორ დალის ფოტოები. ჯოის ბრაიანტი – 50-იანი წლების ამერიკელი მომღერალი. ბობი კლარკი – კანადელი ჰოკეისტი. ბარბრა სტრეიზანდი – 60-70-იანი წლების პოპულარული მომღერალი და მსახიობი. ასეთი მერილინ მონრო ნამდვილად არ გინახავთ. დამწუხრებული ალბერტ აინშტაინი. ჰალსმანის ერთ-ერთი ფოტო ისტორიულად მნიშვნელოვანი გახდა: მან დააფიქსირა დამწუხრებული ალბერტ აინშტაინი, რომელიც სინანულს გამოხატავს ატომური ბომბის შემუშავებაში მისი მონაწილეობის გამო. ეს ფოტო ფილიპეს ყველაზე ცნობილ ფოტოდ ითვლება და საფოსტო მარკადაც კი იყენებდნენ. ვუდი ალენი - ცნობილი კომედიანტი და რეჟისორი. ფილიპ ჰალსმანი – ავტოპორტრეტი ასევე დაგაინტერესებთ: 1. ბუნების დასაცავად – ცნობილები შიშველ ფოტოსესიაში ზღვის ბინადრებთან ერთად 2. ცოცხალ ემოციებზე მაგარი არაფერია - 18 ვარსკვლავის დადგმული და სპონტანური ფოტოების შედარება 3. ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი 9 წელი სამსახურში მიმავალ ადამიანებს სურათებს უღებდა და ეს კადრები ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ 4. ფოტოგრაფი აფრიკის ყველაზე ლამაზ ადამიანებს სურათებს უღებს. უჩვეულო სილამაზე! 5. 10 ცნობილი წყვილი, რომლებიც თანატოლები აღმოჩნდნენ, ჩვენ კი ვერასდროს ვიფიქრებდით 6. 56 წლის პამელა ანდერსონმა საქმიანი მებოსტნის იმიჯი მოირგო და კანადური ბრენდისთვის იპოზიორა უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 231 1-ს მოსწონს |