x
image
ერეკლე ცოცანიძე
ციხე ღია კარით ნაწილი მეორე (ექსკლუზივი)

image

Საღამოს ლუკასთან ერთად გარეთ გავიდა. Ტრამვაიში, ფანჯარასთან დაჯდა. Ასე ორი გაჩერების შემდეგ, კონტროლიორები მიადგნენ და ბილეთი მოსთხოვეს, ნელიმ სოციალების მიერ მიცემული ბილეთი მიაწოდა, ეს ორნი ბილეთს უყურბენ და რაღაცას გერმანულად ეუბნებიან, არაფერი ესმის, მაგრამ უცებ ნაცნობი სიტყვა აუსვაისი მოესმა და მორჩილად მიაწოდა შავ თეთრი ფურცელი რომელიც ბანაკში მისცეს და რომელზეც მის ფოტოსტან ერთად მინიმალური ინფორმაცია იყო დატანილი. Კონტროლიორმა ჯარიმის ქვითარი გამოუწერა, ნელი მხოლოდ ციფრებით მიხვდა რომ 60 ევრო უნდა გადაეხადა, სცადა რუსულად ეკითხა თუ რატომ უწერდნენ ჯარიმას მაშინ როცა ბილეთი ჰქონდა, მაგრამ კონტროლიორები მხოლოდ გერემანულად საუბრობდნენ. Ბრაზი აღრჩობდა. 60 ევრო რომლითაც ლუკასთვის ტანსაცმელის და ტკბილეულის ყიდვას აპირებდა ფაქტიურად სრულად უნდა გადაეხადა და არც კი იცოდა რაში. ისევ გიორგის ნომერი აკრიფა, არადა ამ ადამიანისაც სცხვენოდა, იმდენს აწუხებდა მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა. Აუხსნა სიტუაცია, და გიორგისაც მაშინრა გაახსენდა, ნელისთვის ხომ არ აუხსნია, რომ ბილეთს რომელსაც ტრამვაის გარეთ იყიდი ან ვინმე მოგცემს დაშტამპვა სჭირდება. Აი სწორედ ამიტომ მოუწევს გადაიხადოს 60 ევრო. Თუმცა გიორგიმ კარგი ამბავიც უთხრა, რადგან ნელი ისევე როგორც ყველა აუსლენდერი სოციალური სტატუსით სარგებლობს, შეუძლია ეს 60 ევრო 6 თვეზე გადაანაწლებინოს და თვეში მხოლოდ 10 ევრო გადაიხადოს, ამ საქმეშიც გიორგი უნდა დაეხმაროს, ის ორი დღის შემდეგ ჩამოვა ქემნიცში ცოლ შვილით. Ლუკასთან ერთად ცოტა ხანი მაღაზიებში იარა, შემდეგ საკვები და სიგარეტი იყიდა და სახლისკენ მიმავალ ავტობუსის ნომერს მოჰკრა თვალი, ძლივს მიასწრო და ავიდა ავტობუსში. Უკვე დაბინდდა. Ლუკა მისჩერებია ავტობუსში განთავსებულ მონიტორს სადაც გაჩერებების სახელები იწერება მაგრამ არცერთი მათგანი არ ეცნობა, ბიჭი მივიდა ახალგაზრდა მძღოლთან, დაწერილი მისამართი აჩვენა და ინგლისურად ჰკითხა თუ რამდენ ხანში იქნებოდა მათთვის სასურველი გაჩერება, გაირკვა რომ ისინი საპირისპირო მიმართულების ავტობუსში სხედან, ან გზის მეორე მხარეს უნდა გადავიდნენ, ან გაჰყვნენ ბოლო გაჩერებამდე და ავტობუსი შეიცვალონ. Ამ ერთი უმნიშვნელო შეცდომის წყალობით დედაშვილს, მგზავრობა 2 საათზე მეტ ხანს მოუწიათ.

Ნელი, ლუკა, გიორგი და მისი ცოლშვილი ერთმანეთს ტრადიციულად მატარებლების მთავარ სადგურზე შეხვდნენ, გიორგიმ ორი დღის წინ დაწერილი ჯარიმა უნდა გადაანაწილებინოს. Შემდეგ შეჰპირდა რომ ტანსაცმელის იაფ მაღაზიებსაც აჩვენებდა.

Სპეციალურ ოფისში, ჯარიმა მალევე გადაუნაწილეს და ვიდრე მაღაზიებში გაივლიდნენ, კაფეში საჭმელად დასხდნენ. Როგორც აღმოჩნდა, ოჯახი რომელიც ამდენი ხანი ეხმარებოდა ნელის, მალე საქართველოში ბრუნდებოდა. Მათ ე.წ სტოპი დიდი ხნის დაწერილი ჰქონდათ, თუმცა კორონა ვირუსის გამო, დაბრუნების თარიღი რამოდენიმე წლით გადაედოთ. ახლა კი როცა ფრენები აღდგა და გიორგის ოჯახს, აღარც დროებით საბუთს აძლევდნენ, ის იძულებული გახდა რომ სტოპის თემა გაეცოცხლებინა. არავინ იცოდა რამდენ ხანში მოუწევდათ სამშობლოში დაბრუნება, ნელი დაამწუხრა ამ ინფორმაციამ. ერთ დღეში ორი არასასიამოვნო ამბავი შეიტყო, პირველი ამბავი ის იყო რომ ორ დღეში ინტერვიუზე გასვლა უწევდა სადაც უნდა მოეყოლა, თუ რა გზით და რატომ ჩამოვიდა გერმანიაში, მან თავიდანვე იცოდა რომ თავშესაფარს არავინ მისცემდა, ნუ შანსი მინიმალური იყო, მაგრამ ის მაინც უნდა მოერხეხებინა რომ პროცესი გაწელილიყო და მკურნალობა დაეწყო. გიორგიმ სთხოვა არ მოეყოლა ვისთან დარჩა ჩამოსვლის პირველ ღამეს, არ უნდოდა პრობლემები შექმნიდა იმ ადამიანს ვინც სტუმარი დაუბინავა. კაფედან მაღაზიებში გაიარეს, ნელიმ პირველად ნახა, ასეთი ფასდაკლებები. ე.წ ბრენდული ტანსაცმელი რომელზეც ქართველები ერთმანეთს ხოცავენ თუ ვინ დაასწრებს ყიდვას და რამდენად მეტს გადაიხდიან, იქ კაპიკებში ეყარა. მეორდება მაღაზია ძალიან მოეწონა, ყველა წვრილმანი, დაწყებული თეთრეულით დამთავრებული ველოსიპედებით ან ავეჯით კაპიკებში იყო.

ნელი და მისი ვაჟიშვილი ინტერვიუს ჩასაბარებლად აუსლენდერ ბეჰორდე ში დილის 10:00 საათზე გამოცხადდნენ, ინტერვიუს რიგს მთელი დღე ელოდნენ, 15:00 საათზე მათი ჯერიც მოვიდა. საემიგრაციოს წარმომადგენლის ოთახში ორი პიროვნება დახვდათ, ერთ ერთი ქართველი, თარჯიმანი იყო, საკმაოდ არასასიამოვნო აურა იგრძნობოდა. ქალი ყვებოდა, ყვებოდა საშინელი ცხოვრების ისტორიას, ლოთ და ნარკომან ქმარზე, თითქმის სასიკვდილო განაჩენზე. შვილზე, შიმშილსა და ტკივილზე. ყვებოდა გზაზე რომელიც გამოიარა და იმედებზე რომელიც აქ ჰქონდა. თარგმნიდა თარჯიმანი, რაღაცნაირად უხალისოდ, ან კი რა გასაკვირი იყო, უკვე მეჩვიდმეტე, თუ მეთვრამეტე ინტერვიუ მიდიოდა. უსმენდა საემიგრაციოს თანამშრომელი, უსმენდა მშვიდად და უემოციოდ.

ინტერვიუდან პირდაპირ სახლში წავიდნენ. მთელი დღე არ გამოსულა ოთახიდან. საღამოს კიდევ ერთი ახალი ამბავი დაემატათ. ტრანსფერი გაქვთო უთხრა სოციალმა. ეს ნიშნავდა რომ საცხოვრებელი უნდა გამოეცვალათ. Ოთახის ფანჯრიდან რაღაც უცნაურად წიტელი ცა მოჩანდა, ისეთი როგორიც თავის ქვეყანაში არასოდეს უნახავს, ან იქნებ, ყოველდღიური შრომა გარჯის დროს ვერ შეამჩნია ეს სილამაზე. Ფიქრობდა იმაზე თუ სად გადაიყვანდნენ, იცოდა რომ ზოგჯერ, ტრანსფერი რამოდენიმე ასეულ კილომეტრზე ხდება. Არადა ხვალ ექიმთან ვიზიტი აქვს, ამ ვიზიტზე კი ბევრი რამ არის დამოკიდებული. Გიორგი ისევ შეჰპირდა გაყოლას, ამჯერად უკვე იციან ტრანსპორტიც და მისასვლელი გზაც, მაგრამ მაინც ორი საატიტ ადრე დაგეგმეს ქემნიცის ცენტრში შეხვედრა.

Საშინელი სიზმარი ნახა, ეკლიან გზაზე დასისხლიანებული ფეხებით მიდიოდა შვილს ეძებდა, გაეღვიძა, ოფლში ცურავდა და გულს ვერ იმშვიდებდა. Ტელეფონს დახედა, ღამის სამის ნახევარი იყო, ანუ სულ ორი საათი ეძინა, ფანჯარასთან მივიდა გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა, გულს ვერ იწყნარებდა ნანახი სიზმარი თავს არ ანებებდა, თავის ყოფილ ქმარზე წავიდა ფიქრით, რაც გერმანიაში წამოვიდა, ბავშვიც კი არ მოუკითხავს, ალბათ ისევ სვავს, მერე, ცოლშვილზე დარდს აბრალებს თავის სიმთვრალეს და ასე ყოველდღე. Როგორც იქნა ცოტა დაწყნარდა, დაწყნარდა და ჩაეძინა,

Ქემნიცის ცენტრალურ გაჩერებაზე, გიორგის შეხვდნენ და მატარებლით პრაქსისიკენ წავიდნენ. Შემდეგ ლოდინი, საათნახევრიანი ლოდინი, გამოუცნობი შიში და ექიმის არც თუ ისე სასიამოვნო სახე როდესაც გიორგის რაღაცას ეუბნებოდა. Როგორც აღმოჩნდა საქართველოში ჩატარებული გამოკვლევები, კონკრეტული დასკვნის გაკეთების საფუძველს მაინც ვერ იძლეოდა, ყველა ანალიზი და კვლევა თავიდანაა გასაკეთებელი და მხოლოდ ამის შემდეგ დაისმება ზუსტი დიაგნოზი, ექიმმა ვიზიტი, ერთი კვირის შემდეგ დაუნიშნათ და სთხოვათ ახალი კრანკენშაინი ანუ, ექიმთან ვიზიტის დაფინანსების ფურცელი მოეტანათ, მანამდე კი ძლიერი გამაყუჩებელის რეცეპტი გამოუწერა რომლითაც აფთიაქში უნდა მივიდეს. Როცა წამალი უფასოდ მისცეს მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. Გამაყუჩებელის დალევის მეორე წუთიდანვე ტკივილი გაქრა.

Საამოს 6 სათზე საერთო საცხოვრებელის ეზოში ტაქსი შევიდა, ნელის და ლუკას ყველაფერი მზად ჰქონდათ წასასვლელად. Ტაქსმა სწრაფად გადაკვეტა ქალაქის ქუჩები და ერთ ერთ სადარბაზოსთან შეჩერდა. Ქალაქი არ შეუცვალეს, როგორც მოგვიანებიტ აღმოჩნდა სწორედ იმის გამო რომ ექიმთან ერტი ვიზიტი უკვე შედგა და შორი მანძილიდან გაუჭირდებოდატ სიარული გამოკვლევებსა და ვიზიტებზე. Ახალი საცხოვრებელი ჩვეულებრივ საავადმყოფოს ჰგავდა, ერი განსხვავებით, შესასვლელში აქაც ფორმიანი მცველები იყვნენ, თუმცა აქ არავინ ჩხრეკავდატ შესვლა გასვლის დროს. Კორპუსის მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. Აქ რუსულად მოლაპარაკე რამდენიმე სოციალი დახვდათ რამაც ნელი ძალიან გაახარა. Მეზობლებში იყვნენ ჩეჩნები, ალბანელები, არაბები და რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ერთი იტალიელი მეტლს მიჯაჭვული მოხუცი.

Დღის ტერთმეტ საათზე ნელის სოციალმა ოტახში მიაკიტხა, დაინტერესდა ექიმტან ვიზიტის შედეგით, ნელიმ დრო არ დაკარგა და ლუკასთვის სკოლა სთხოვა, არ უნდა რომ მტელი დღე უსაქმოდ იყოს ტელეფონში ჩაყუდებული მოზარდი, ბოლოს რუდოლფმა, ასე ერქვა სოციალს, დიდი კონვერტი დაუტოვა და შენი ინტერვიუს პასუხიაო უთხრა, თითქოს მდუღარე გადაასხეს, ბევრისგან ჰქონდა გაგებული რომ როცა ინტერვიუს პასუხი ასე სწრაფად მოდის, ეს კარგი არ არის და ზოგადად, ქართველებს 99 შემტხვევაში ასიდან, უარყოფითი პასუხი მოსდით, რის შემდეგაც ემიგრაციის ყველაზე მძიმე პროცესები იწყება.

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0