x
მეტი
  • 01.09.2024
  • სტატია:136804
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511012
"მაშანტაჟებენ პირადი ცხოვრებით... დავდებ ამ ფოტოს "- რა ფოტოს ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმ პერიოდს იხსენებს როდესაც მას ქოცები პირადი ცხოვრებით აშანტაჟებდნენ და ყალბ ჩანაწერებს უქვეყნებდნენ. ჩერგოლეიშვილის თქმით, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, დღესაც მას უკვე "ბაბლის ასინეთები" კვლავ პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ, რომელზე პასუხადაც ის თავის საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ტატუიან ფოტოს აზიარებს:


image


"ქოცებმა რომ პირადი ცხოვრებით დამაშანტაჟეს და ყალბი ჩანაწერები გამოაქვეყნეს, ამ ფოტოთი მივეგებე - შემდეგ ჯერზე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ტატუს დახატვა ვთხოვე.



(სხვათაშორის ამით მივიქციე ყურადღება (ქოდამ გააკეთა სთორი) და შედეგად ლინკოლნის ცენტრში, ჰილარი კლინტონთან პანელზე აღმოვჩნდი)



ახლა, ზუსტად ისე როგორც ცხოველების ფერმის ფინალშია, ბაბლის ასინეთები მაშანტაჟებენ პირადი ცხოვრებით.



ცხოვრება ლიმნებს რომ მესვრის, ლიმონათს ვაკეთებ და ახლაც დავდებ ამ ფოტოს - ვინ იცის, რას გამოვკრა ხელი."-
წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირად გვერდზე პოსტი გაავრცელა, სადაც იმის შესახებ წერდა თუ როგორ "შეუვარდა" მას კედელზე ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და ბევრი უსიამოვნო კომენტარის შემდეგ თავადვე დაბლოკა. ამასთან დაკავშირებით, ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივიც დაანონსა, სადაც მისი თქმით, ის ფართო გაგებით პოლიტიკური ელიტის პრობლემებზე ნინია კაკაბაძის მაგალითზე ისაუბრებდა:


"ნინია კაკაბაძე შემომოვარდნია კედელზე, ფეკალიებში ცურავ, შენს პირად ცხოვრებაზე ბევრი ვიციო იძახა და მერე დამბლოკა (which is fine - მე აქამდეც დაბლოკილი მეგონა ჩემი თავი, ვერ ვხედავდი).

მე ეს დრამა 20 საათის დაგვიანებით გავიგე - მაგრამ მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი პრობლემაა შიგ თავმოყრილი და ბევრი საკითხის გაშლის შესაძლებლობას მაძლევს

ამიტომ ლაივში გავარჩევ ნინიას კომენტარს 20:00 კენ.


ოღონდ ფეიჯიდან ვაკეთებ ლაივებს და იქ მოდით ვისაც გაინტერესებთ - აი დავლინკე ????‍♀️


ცხადია ნინია არაა თემა, თემა ის საკითხებია რასაც ნინიას ტანტრუმი ავლენს.

წინასწარ დაწერე ხოლმეო და ვწერ."- დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.



პ.ს. დაპირებული ლაივის ნახვის მსურველები შეგიძლიათ მითითებულ ლინკს მიჰყვეთ:

https://www.facebook.com/Tamar.Chergoleishvili/videos/1470991100407495










0
563
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
563