x
მეტი
  • 13.10.2024
  • სტატია:137586
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511474
ბრძენი დედის ძლიერი სიტყვები, რომლებიც სამუდამოდ მემახსოვრება
„შვილების გულისთვის არასდროს გამიწირავს თავი და მათგან მსგავსი არაფერი მომითხოვია“.


image

ბავშვების აღზრდაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ, უფროსები. ეს მშობლებს შორის ურთიერთობასაც ეხება. ბავშვები ყველაფერს ხედავენ, ყველაფერს ღრუბელივით იწოვენ.



ჩემს ერთ მეგობარს ბედნიერი და მეგობრული ოჯახი ჰყავს. მას და მის ქმარს იდეალური ურთიერთობა აქვთ. ჰყავთ ზრდასრული ქალიშვილი და ზრდასრული ვაჟი, რომლებიც მათთან სიამოვნებით ურთიერთობენ. შვილიშვილებთან ერთად კარგ დროს ატარებენ. ერთხელ ბავშვების თემას განვიხილავდით და ვკითხე, როგორ მოახერხა ოჯახში ასეთი ჰარმონიის მიღწევა. აი, რა მითხრა:




image


„სინამდვილეში, ეს მარტივია. შვილებს არასდროს ვზრდიდი, ამის ნაცვლად ყოველთვის ვეხმარებოდი დამოუკიდებლად გაზრდილიყვნენ და განვითარებულიყვნენ. არასოდეს ვუყურებდი შვილებს, როგორც ჩემს საკუთრებას, და არასდროს ვსახავდი მათზე ჩემს პირად გეგმებსა და ოცნებებს. შვილებს ჩემს პროექტებად არ ვაქცევდი. მე მხოლოდ კარი ვარ, რომლის გავლით შემოვიდნენ ამ სამყაროში, რომ საკუთარი თავი იპოვონ, თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ და საკუთარი და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ.



მათი დაბადების შემდეგ ყურადღება გავამახვილე არა შვილებზე, არამედ საკუთარ თავზე და ჩემი ქმრისადმი სიყვარულზე. შვილები ხედავდნენ ჩვენს ურთიერთგრძნობებს და ჩვენს გარიჟრაჟს. იკვებებოდნენ ჩვენი გულწრფელი ემოციებით, რომელთაც სიხარულით ვუზიარებდით. ვავსებდით და დღემდე ვავსებთ სითბოთი, ზრუნვით და სიყვარულით.



image


რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხმარებოდი მათ ყველა გეგმასა და ოცნებაში. მაგრამ ეს იყო მათი გეგმები და ოცნებები. მე მათ არ ვზრდიდი. ყოველთვის ვთხოვდი ნებართვას, თუ შემიძლია დახმარება, რჩევის მიცემა ან შეთავაზება.



როცა სრულწლოვანები გახდნენ, მსუბუქი გულით ზრდასრულ ცხოვრებაში გავუშვი. მათ თავად აირჩიეს ცხოვრების მეგზურები, ქორწინების შემდეგ მათ ურთიერთობაში არასდროს ვერეოდი. საკუთარ ოჯახში ყველაფერი ისე მოაწყვეს, როგორც თავად მოსწონთ, და არა ისე, როგორც მე მინდა.



image

ეს მათი ცხოვრებაა, ჩემს წინაშე ვალდებულება არ აქვთ. მათთვის თავი მსხვერპლად არასდროს გამიღია. მათგან მსგავსი არაფერი არასოდეს მომითხოვია. ჩემს თავს და ჩემს სიყვარულს ვავლენდი საუკეთესო მამაკაცის მიმართ ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ მათ გულწრფელად ვუყვარვართ მე და მათი მამა, რომელიც მთელი ცხოვრება მათთვის საუკეთესო მაგალითი იყო. მაგალითი, როგორ შეიძლება უყვარდეს კაცს ქალი, რომელიც მთლიანად შვილებზე არ კონცენტრირდება და მის ცხოვრებაში მთავარ ურთიერთობას მსხვერპლად არ იღებს. ქალი, რომელიც მთელი გულით ეხმარება ფრთების გაშლასა და ფრენაში.



ჩემი შვილები თავად გახდნენ დამოუკიდებლები და ზრდასრულები, რომლებმაც ჩვენს მაგალითზე ბედნიერი და მოსიყვარულე ოჯახები შექმნეს. ახლა უბრალოდ ვუყვარვართ, რადგან ჩვენ ვარსებობთ., რადგან ყველას გვსიამოვნებს ერთად დროის გატარება, ამ შესანიშნავი ცხოვრების გამოკვლევა და შეცნობა“.


ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ: სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
304
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
304