საზოგადოება როგორ მოქმედებს კოფეინი ჩვენს ორგანიზმზე? 2023, 22 ოქტომბერი, 21:32 როგორ მოქმედებს კოფეინი ჩვენს ორგანიზმზე?
კოფეინს შეიცავს ისეთი მცენარეები როგორიცაა ყავის ხე, ჩაი, მატე, გუარანა და სხვა. სინთეზირდება მცენარეების მიერ მწერებისგან დასაცავად. როდესაც ფხიზელ მდგომარეობაში ვართ, ჩვენი ტვინის უჯრედები გამოყოფენს ნივთიერებას, ადენოზინს. როდესაც ადენოზინის დონე დაიწევს თავისა და ზურგის ტვინში, ეს ნიშანს აძლევს ჩვენს სხეულს რომ ძილის დროა. არსებობს სხვადასხვა სახის ადენოზინის რეცეპტორები. კოფეინი A1 რეცეპტორზე ახდენს გავლენას. როდესაც ჩვენ ვიღებთ გარკვეული რაოდენობით კოფეინს, დაახლოებით 100-200 მილიგრამს, 1 ჭიქა ძლიერი ყავის დალევით, ის “ბაძავს” ზემოთაღნიშნულ ადენოზინის მოქმედებას და “აფიქრებინებს” უჯრედებს რომ ჯერ ძილის დრო არაა. რაც ამასთანავე იწვევს ისეთი ნეიროტრანსმიტერების (იმპულსების გადამტანი) დონის მომატებას, როგორებიცაა დოფამინი, გლუტამატი, სეროტონინი და გაბა. აღნიშნული ნეიროტრანსმიტერების დონის მატება უზრუნველყოფს ენერგიისა და შრომისუნარიანობის გაზრდას. მოხასლეობის 90% სხვადასხვა საკვებიდან თუ სასმელიდან იღებს კოფეინის გარკვეულ რაოდენობას. კოფეინის მიღების წყაროებია, ყავა, ჩაი, შოკოლადი და გაზიანი ტკბილი სასმელები. როცა დიდი ხნის მანძილზე ვიღებთ კოფეინის განსაზღვრულ რაოდენობას ვითარდება რეზისტენტულობად წოდენული მდგომარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ გინდათ იგივე ეფექტი მიიღოთ კოფეინისგან, რასაც იღებდით, ამისათვის გჭირდებათ მეტი და მეტი კოფეინის რაოდენობა. რაც მარტივად რომ ვთქვათ, უარყოფითად მოქმედებს ჩვენ ორგანიზმზე. სწორედ ამიტომ კოფეინი გადამეტებული მოხმარების გვერდითი ეფექტებია ნერვიულობა, ინსომნია, გულის აჩქარება, დეპრესია, შფოთვა და გაღიზიანება. 90 1-ს მოსწონს
|