კინო
საბჭოთა ფილმებში გაპარული 10 კინო შეცდომა, რომელიც რატომღაც ვერ შევამჩნიეთ
2023, 20 ოქტომბერი, 15:03
ეს ცნობილი საბჭოთა კომედიები ბავშვობაში ალბათ არაერთხელ გვინახავს, თუმცა სიუჟეტით გატაცებულებს კადრებში გაპარული ეს შეცდომები რატომღაც არასდროს შეგვიმჩნევია, მაგრამ ამით ისინი ნაკლებად საინტერესო ნამდვილად არ გამხდარა, თუმცა უნებლიეთ გაპარული ასეთი დეტალების პოვნა ზოგჯერ ძალიან საინტერესო და სახალისოც კია. მოკლედ, წარმოგიდგენთ საბჭოთა ფილმებში გაპარულ 10 შეცდომას, რომლისთვისაც ყურადღება რატომღაც არ მიგვიქცევია.
1. ალექსანდრე სერის მიერ 1971 წელს, გიორგი დანელიას სცენარის მიხედვით გადაღებული ლეგენდარული კომედიის "იღბლიანი ჯენტლმენების" მთავარი გმირები ცემენტით სავსე ცისტერნაში აღმოჩნდებიან, შედეგად მათი ზედატანი მთლიანად ისვრება, თუმცა აი, საცვლები და მაისური რატომღაც იდეალურად სუფთად რჩება.
2. რეჟისორ ალექსეი კორენევის სატელევიზიო ფილმში "დიდი შესვენება" გრიგორი განჯას ხან მარცხენა ხელი აქვს დაბინტული, ხანაც მარჯვენა.
3. როდესაც რუსლან ახმეტოვის გმირი ედიკა ფილმში "კავკასიელი ტყვე ქალი" ბივალის დუნდულადან ნემსის ამოღებას ცდილობს პირბადიდან ხელებზე იფურთხება, რაც ერთი შეხედვით, ძალიან უცნაურად გამოიყურება.
4. კინოფილმში "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" პოლიციელის მიერ მეფის დაკითხვის ეპიზოდში, მაგიდაზე ვხედავთ ხანჯალს, რომელიც რამდენიმე წამის შემდეგ კადრიდან მისტიკურად ქრება.
5. სხვათა შორის, იმავე დაკითხვის სცენაში ივანე მრისხანე ამბობს, რომ ის 1533 წელს დაიბადა, თუმცა მეფის დაბადების სწორი წელი - 1530- ია.
6. ფილმ "ოპერაცია "Ы" და სხვა შურიკის თავგადასავლების" პირველსავე კადრებში შურიკი ძლიერი წვიმის ქვეშ ხვდება, რომლის ქურთუკიც მთლიანად სველდება, თუმცა ავტობუსში მას უკვე ნახევრად მშრალი სამოსით ვხედავთ.
7. ფილმ "სამსახუროებრივ რომანში" კადრი იცვლება და ლუდმილა პროკოფიევნას ჩახსნილი პიჯაკის ყველა ღილი სასწაულებრივად თავადვე იკვრება.
8. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფილმ "ბედის ირონიის" დასაწყისის ტიტრებში ერთდროულად გაპარული ეს ორი შეცდომა ოდესმე შეგემჩნიათ.
9. ფილმ "ბრილიანტის ხელში" ორი ჯოხიანი ესკიმოს ნაყინი უცებ სანაყინე ჭიქაში ხვდება, ხოლო ორი ყვავილი მოულოდნელად - სამდება.
10. და ბოლოს, რეჟისორ ვლადიმერ მენშოვის კომედიაში "სიყვარული და მტრედები" ვასია სპორტდარბაზში რაისა ზახაროვნასთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მას ზედ უკვე ის ცისფერი ჰალსტუხი უკეთია, რომლის შეძენასაც ისინი მოგვიანებით ბაზრობაზე გეგმავენ, როგორც ჩანს, ის ყველასთვის მოულოდნელად მომავლიდან გაჩნდა.