მხატვრობა იცით, რატომ იქცა “ფლეიბოის" ლოგოდ სწორედ ბაჭია? 2023, 16 ოქტომბერი, 12:42 მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ისეთი ლოგოები არსებობს, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი არა თუ თვალდახუჭული ცნობს, არამედ მისი შექმნის ისტორიაც კი ზეპირად იცის, სწორედ ისინი წარმოადგენენ ე.წ. საკულტო ლოგოებს.ამ სტატიაში ვისაუბრებთ მამაკაცებისთვის ყველაზე მოთხოვნად ჟურნალ "Playboy"-ზე, კერძოდ კი, მის საკულტო ლოგოზე - ბაჭიაზე, და ასევე იმაზე თუ რატომ აირჩია ჟურნალის დამფუძნებელმა და მისმა უცვლელმა მთავარმა რედაქტორმა, აწ გარდაცვლილმა ჰიუ ჰეფნერმა თავისი ცნობილი გამოცემისთვის სწორედ ეს კონკრეტული ცხოველი.ბევრი ფიქრობს რომ ბაჭია სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ ის სწრაფად და ეფექტურად მრავლდება, თუმცა, ეს არ იყო ის, რაც ჟურნალის დამფუძნებელს ჰქონდა მხედველობაში. ჯერ კიდევ 1967 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განმარტა თუ რამ განაპირობა მისი ასეთი არჩევანი.
"ამერიკაში, ბაჭია "ბანის" სექსუალური დატვირთვა აქვს, ეს მორცხვი, მხიარული, ანცი ცხოველი - ვფიქრობ, საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება, სწორედ ამიტომ შევარჩიე მასზე ჩემი არჩევანი. ის ჯერ თავისკენ გიტყუებს, მერე მოულოდნელად ხელიდან გისხლტება და მხოლოდ ამის შემდეგ, კვლავ თქვენთან ბრუნდება, თქვენ კი მას ეფერებით და ეთამაშებით. გოგონაც ხომ თავისი ქცევით ბაჭიას ჰგავს. ის, ნაცვლად იმისა, რომ იდუმალი და სერიოზული იყოს, მხიარულობს და ხუმრობს. მამაკაცებს კი სწორედ ასეთი გოგონები იზიდავთ, "- განმარტა საკულტო ჟურნალის უცვლელმა მთავარმა რედაქტორმა ჰიუ ჰეფნერმა.1953 წლიდან ბაჭია პოპულარული ჟურნალის ლოგოტიპად ითვლება და ამ დროიდან ის ყველა ნომრის გარეკანზე ჩნდება. მის შემქმნელად - არტურ პოლი სახელდება. მხატვარმა და დიზაინერმა პროფესიული განათლება ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტსა და დიზაინის ინსტიტუტში მიიღო. სხვათა შორის, პოლმა არა მხოლოდ ჟურნალის ლოგო დახატა, არამედ "Playboy"-ის პირველი ნომრის მაკეტიც შექმნა. უკვე 1954 წელს არტური პროვოკაციული ჟურნალის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახდა.ბაჭია, ლოგოს შემქმნელის აზრით, მხიარულებასა და გაბედულებას განასახიერებდა, ხოლო ჰალსტუხი-პეპელა მას დახვეწილობას მატებდა. მისი თქმით, გამოცემისთვის მას სურდა უფრო ორიგინალური და დასამახსოვრებელი სიმბოლოს შექმნა, ვიდრე ეს მამაკაცის ფიგურა (ამ სიმბოლოს სხვათა შორის, კიდევ ორი პოპულარული ამერიკული ჟურნალი - "The New Yorker" და "Esquire"-ი იყენებდა) იყო.ალბათ, არტურ პოლი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ლოგო ამხელა პოპულარობასა და მასშტაბებს შეიძენდა. ერთხელ დიზაინერმა აღიარა, რომ მას ამის შესახებ წინასწარ რომ სცოდნოდა, მის შექმნაზე ის გაცილებით მეტ დროსა და ძალისხმევას დახარჯავდა. როგორც ცნობილია, პოლმა ბაჭია სულ რაღაც ნახევარ საათში დახატა.სხვათა შორის, ჟურნალის შემქმნელი ჰიუ ჰეფნერი ამბობდა, რომ "Playboy"-ის ლოგოს საილუსტრაციოდ ბაჭია იდეალური არჩევანი იყო, ვინაიდან მისი თქმით, ეს ცხოველები სექსუალურად აქტიურები და ხალისიანები არიან, ხოლო სმოკინგი და ჰალსტუხი-პეპელა მათ ინტელექტზე მეტყველებდა.514 შეფასება არ არის |