x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"სანამ მიწისგან არ აღიგვება "ჰამასივით" კეზერა-სააკაშვილის შექმნილი ბარიერები..." - ჩერგოლეიშვილი
image

.

სანამ მიწისგან არ აღიგვება ჰამასივით სააკაშვილის და კეზერაშვილის შექმნილი ბარიერები, მანამდე ჭაობში ვიქნებით - წერს გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში:

/


სანამ არ დაინგრევა ის კედლები, რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის თავისუფალ კონკურენციას აფერხებს - ანუ სანამ მიწისგან არ აღიგვება ჰამასივით სააკაშვილის და კეზერაშვილის შექმნილი ხელოვნური ბარიერები, რაც ოპოზიციური პარტიების განვითარებას აფერხებს და განუვითარებლობას ახალისებს, ხარისხს აგდებს და პოლიტიკას შინაარსისგან, ჭკუისგან, ღირსებისგან და პატიოსნებისგან ცლის, მანამდე ჭაობში ვიქნებით. ვინც ამ კედლებს არ ანგრევს, ის ამ ქვეყნის თავისუფლების ფარჩაკი მტერია.

შეგახსენეთ მაინც წმინდა მისიის შესახებ.

.

"ძაღლის ყბა მქონდა გამობმული და ხან ერთთან მივრბოდი, ხან მეორესთან, ხან მესამესთან - ვყვიროდი, რომ ეს კაცი თავს იღუპავს და საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი!
მე ვხვდებოდი რომ მიშას რეალობას ასცდა მთლიანად, იმ რეალობას, რომელშიც წააგო, იმიტომ რომ
თვითონ ხომ “გამარჯვებებისთვის დაიბადა?”

.

რეალობაზე გაბრაზდა, რეალობას აღარ იღებდა და თავის მოგონილ რეალობაში იკეტებოდა - რომ თითქოს ის ზებუნებრივი მოვლენაა, რომ მას ყველა ეთაყვანება და ვინც მას არ ეთაყვანება, ყველა პუტინის აგენტია.
ამ ხალხმა გიჟად, გარიგებულად, მოღალატედ და შურიანად შემრაცხა.
რას ვიზამდი? - ძალა მიშას ჰქონდა და გიჟი იყო, თუ ჯანმრთელი, მასთან დალაგება უნდოდათ, რომ პირადი გამორჩენა მიეღოთ.

ასე მიუშვეს ბოლომდე, უძახეს ძალიან მაგარ ფორმაში ხარ - ჟანრის კანონი ითხოვს შენს გამეფებასო და ზურგის ქარი მისცეს თავის გაფარჩაკებაში.

.

ცხადია, რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე და არავინ სხვა, მაგრამ ყველას, აი სულ ყველას დედებს გიტირებთ, ვისაც დახმარებას გთხოვდით ამ კაცის გადარჩენაში და თქვენ ვირუსად გამომაცხადეთ.
სულ ყველას!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".

.


1. პრეზიდენტი - პრეზიდენტია, იმიტომ რომ ივანიშვილმა მოინდომა
2. მთავრობა/პარლამენტი - ვინც მთავრობაში ან პარლამენტშია, ყველა იმიტომაა რომ ივანიშვილმა მოინდომა
3. სასამართლო - ვინც სასამართლოშია, ყველა იმიტომაა რომ ივანიშვილმა მოინდომა
4. ბიზნესი - მართლმსაჯულება ივანიშვილისაა, საგადასახადო ივანიშვილისაა. რა ენაღვლება? - ვინც მასთან არ იქნება, საერთოდ არ იქნება ბიზნესში
4. ყველაზე დიდი ოპო ძალა - მათი ბელადი დილეგში ჰყავს და იმას ყველაფრის ფასად სურს გამოსვლა, საჯაროდ სთავაზობდა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის გაჩერებას გათავისუფლების სანაცვლოდ. გათავისუფლებაში სააკაშვილი მისცემს სულს, სამშობლოს, შვილებს, ჰარემს...
ამდენად, ივანიშვილს მთავარი ოპო ძალაც მიტაცებული აქვს.

.

ივანიშვილის კონტროლს მიღმა არსებული სიმძიმის ცენტრები - საპატრიარქო ბიძინასთანაა, რუსეთი ბიძინასთანაა.

.
ბიძინას მიტაცებულს იცავენ, მათ ინტერესშია.
ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა, რაზედაც ივანიშვილს კონტროლი არ აქვს, არის დასავლეთი.
ამას უკავშირდება ზუსტად რეჟიმის აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდა.
თუ დასავლეთის გამალებული დემონიზაციის ფონზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო - ჩათვლის რომ ანტიდასავლურმა პროპაგანდამ გაამართლა და დასავლეთიც მიიტაცა.
ეს მისი, როგორც მტაცებლის, ახალი მიღწევა იქნება.

.

ცხადია ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს თუ მოგვცემს, საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანებიდან ამოვა მხოლოდ და ჩვენ ამაზე ბევრი საუბარი მოგვიწევს, რომ ივანიშვილის წარმატების ზიანი გავაკონტროლოთ და ამომრჩეველს ავუხსნათ, რომ რეჟიმი კვლავინდებურად პრობლემად რჩება.
მაგრამ ივანიშვილის მხრიდან ასე იქნება გაგებული. - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1
386
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
386
  
2023, 18 ოქტომბერი, 10:33
ჩერგოლეიშვილო !-რა მაგრად უბერავ და რა მაგრად გასხია ჩინური ბადრიჯანივით!!
0 1 1