შოუბიზნესი
ფანებს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდათ, როცა ნახეს როგორ გამოიყურებოდა ბროსნანის 100 კილოგრამიანი ცოლი ახალგაზრდობაში
2023, 3 ოქტომბერი, 11:04
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მსახიობი, პირს ბროსნანი, აგერ უკვე 22 წელია ერთი ქალის ერთგულია, რაც ნამდვილად დასაფასებელი და პატივისცემის ღირსია, ასე არ არის? პირსი საყვარელ მეუღლეს ჰეითერების თავდასხმებისგან ხშირად იცავს, რომელსაც კომენტარებში საყვედურობენ რომ საკუთარ გარეგნობას სათანადო ყურადღებას არ აქცევს და რომ ის საერთოდაც მეუღლის შეუფერებელია.
თუ ფიქრობთ რომ კილი სმიტი თავიდანვე ასეთი იყო, ცდებით, მისი ზედმეტი წონა მშობიარობას უკავშირდება, რომლის დროსაც მან წონაში საგრძნობლად მოიმატა, დღეს კი ის არც მეტი, არც ნაკლები 100 კგ-ს იწონის, თუმცა ეს ციფრები მსახიობს საერთოდ არ აშინებს და წონის გამო არც საყვარელი ქალის მიტოვებას აპირებს.
წლების შემდეგ კი "ბონდიანას" ვარსკვლავის საყვარელი მეუღლე კილი სმიტი აი, ასეთი გახდა
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტქსელში ვირუსივით გავრცელდა მათი საარქივო ფოტოები შვილების დაბადებამდე გადაღებული. წყვილის თაყვანისმცემლები გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც იხილეს თუ როგორ გამოიყურებოდა სელებრითის ცოლი ახალგაზრდობაში.
"ასეთი ფორმების ნებისმიერ მოდელს შეშურდებოდა", "წარმომიდგენია როგორია ახლა მისთვის", "ალბათ, არ არის მისთვის ადვილი", "თავისი წონის მიხედავად ის მაინც მშვენიერია".
"პირსი - მამაკაცის ერთგულების მაგალითია", "ის ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები წყვილის საარქივო ფოტოების ქვეშ.
პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი დღესდღეობით წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე საკუთარ ფეშენებელურ ვილაში ერთმანეთით ტკბებიან და სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით კი, კილის სხეულის მისამართით გაკეთებულ მრავალრიცხოვან უარყოფით კომენტარს ყურადღებასაც არ აქცევენ. "ის, მილიონში ერთია, " - ამბობს პირსი, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ის სწორედ მე ვიპოვე."