ფეხბურთი "ვალვიკის" მეკარე გუშინდელი ინციდენტის შემდეგ გონზე მოვიდა(ვიდეო) 1 ოქტომბერი, 13:48 ![]() ნიდერლანდურ მედიაში მეკარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა, თუმცა მატჩის შეწყვეტიდან ორ საათში "ვაალვიკმა" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ''ვაალვიკის ძვირფასო ქომაგებო, შოკირებული ვართ მოედანზე მომხდარი ინციდენტით. სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის შემდეგ, ეტიენ ვაესენი გონზეა და ის საავადმყოფოში მკურნალობს. მას გამოკვლევებს უტარებენ. ეტიენს ვუსურვებთ დიდ ძალას. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება'', - წერს ვაალვიკის ოფიციალური გვერდი. მეკარე ეტიენ ვაესენი 28 წლისაა და მთელი კარიერა "ვაალვიკში"აქვს გატარებული. 121 2-ს მოსწონს
|