x
მეტი
  • 03.12.2023
  • სტატია:132103
  • ვიდეო:357581
  • სურათი:506698
ამერიკელი მამაკაცი, რომელიც 28 წელი იჯდა ციხეში გაუპატიურებისათვის, უდანაშაულო აღმოჩნდა
image

ამერიკელი, რომელმაც ციხეში 28 წელი გაატარა, უდანაშაულო აღმოჩნდა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.




ჯერარდო კაბანილოსს შეერთებული შტატებიდან 1996 წელს პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ის იყო ერთ-ერთი ორი შეიარაღებული მამაკაციდან, რომლებმაც ქალაქ საუტ გეიტის პარკში გაჩერებულ მანქანაში მჯდომი წყვილი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი ქალი მიტოვებულ სახლში წაიყვანეს და გააუპატიურეს. თუმცა, ბოლოდროინდელმა დნმ-ის ტესტირებამ აჩვენა, რომ კაბანილოსი არ მონაწილეობდა გაუპატიურებაში. საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მამაკაცს დანაშაული არ ჩაუდენია და უდანაშაულოდ ცნო. 26 სექტემბერს ამერიკელი გაათავისუფლეს.


1996 წელს კაბანილოსი გისოსებს მიღმა ჩასვეს, რადგან მან თავად აღიარა დანაშაული. თუმცა, მოწმეებმა და მსხვერპლებმა - რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ადგილას კიდევ ერთი წყვილი გაძარცვეს - კაბანილოს ამოიცნეს ფოტოებიდან მას შემდეგ რაც მათ უთხრეს, რომ მან დანაშაული აღიარა.



მოგვიანებით, სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, მათ ეჭვი შეეპარათ, რომ კაბანილოსი ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო. საქმის განხილვისას კი მოწმეებმა განაცხადეს, რომ პროკურატურამ მათზე ზეწოლა მოახდინა და აიძულეს კაბანილოსი დამნაშავედ დაესახელებინათ.

image


კაბანილოსის საქმის განხილვა შესაძლებელი გახდა California Innocence Project-ის მეშვეობით, დასავლეთ კალიფორნიის სამართლის ინსტიტუტთან დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება იმ პატიმრებს, რომელთა საქმეებშიც არის შეუსაბამობები.


სწორედ ამ პროექტის წყალობით ჩატარდა დნმ-ის ტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ სხვა ადამიანებმა ჩაიდინეს ძალადობა.


როგორც გაირკვა, კაბანილოსმა დანაშაული გამოძიების ზეწოლისა და მუქარის ქვეშ აღიარა. აღიარებით ჩვენებას მისთვის სასჯელი უნდა შეემსუბუქებინა.


განხილვის შემდეგ, ოლქის პროკურორმა ჯორჯ გასკონმა ბოდიში მოუხადა კაბანილოსს სასამართლო სისტემის შეცდომებისა და უსამართლო სასჯელის გამო.


სულ ცოტა ხნის წინ ვწერდით ამერიკელ მამაკაცზე, რომელიც გაუპატიურებისთვის იჯდა ციხეში და მხოლოდ 47 წლის შემდეგ გაამართლეს.



აშშ-ი მსგავსი შეცდომა არც თუ იშვიათია, მაგალითად ამა წლის გაზაფხულზე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაათავისუფლეს უდანაშაულოდ მსჯავრდებული, რომელსაც 34 წელი იჯდა ციხეში ყაჩაღობისთვის. 1988 წელს მას 400 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

0
362
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0