x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138430
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მსახიობ ნანა ხურითის მოყოლილი საოცარი ისტორია, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს მოხდა
image

27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, 30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, ქართული სამთავრობო ჯარების დამარცხებით დასრულდა, აფხაზთა მხარეს იბრძოდნენ, ჩრდილოეთ კავკასიის დაქირავებული ბოევიკები, კაზაკები და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსული სამხედრო შეანერთი.


დღეს გაეცნობით ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს მოხდა. ამ ამბავს იხსენებს სოხუმის თეატრის მსახიობი ნანა ხურითი.


"ყველამ ვიცით, რომ 27 სექტემბერი დადგა და სოხუმი დაეცა, უკვე ყველა წამოვიდა, ზოგი იჯერებდა, რომ შეიძლება ტყუილია, შეიძლება პანიკაა, ზოგი რას ამბობდ და ზოგი რას;მაგრამ უკვე საღამოხანია, ჩვენმა მსახიობებმა დიმა ჯაიანმა, გიზო სირაძემ და ზაზა მიქავამ, ჩვენმა დირექტორმა ცოტა გვიან გადაწყვიტეს, რომ წამოსულიყვნენ, სოხუმიდან გზაში ზაზა მიქავას გაახსენდა, რომ ძაღლი დაბმული დარჩა, დიმა ყვებოდა, რომ ეს ძაღლი რატომღაც ვერ იტანდა გიზო სირაძეს, როგორც კი დაინახავდა, იწევდა გიზოსკენ, იყეფებოდა და ლამის ჯაჭვს წყვეტდა.



უკვე ბაბუშერას აეროპორტთან არიან და გადაწყვიტეს დაბრუნდნენ უკან, რადგან ძაღლი დარჩათ დაბმული.მანქანა სადღაც გააჩერეს და სხვა გზებით როგორც იქნა ღამის ორ საათზე მიადგნენ ზაზა მიქავას სახლს, იქ უკვე ფეირვერკებით ზეიმობენ გამარჯვებას..


ძაღლი იყო გატრუნული, ზაზა მიქავამ რომ დაუძახა ძაღლს, მიხვდა ძაღლი, რომ ხმა არ უნდა ამოეღო და როგორც კი აუშვეს, მივიდა გიზო სირაძესთან, რომელსაც ვერ იტანდა და დაუწყო ფეხების ლოკვა, ისე, რომ არც კი დაუწკმუტუნია....ძაღლიც კი ხვდება ომის საშინელებას."

0
470
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0