x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136045
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
უკრაინაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 32 000 ებრაელი "ჰასიდი" ჩავიდა მოსალოცად

image
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად ქალაქ უმანში 32 000 ებრაელი მომლოცველი ჩავიდა საუბარია იუდაიზმში არსებულ ერთერთი მიმდინარეობის "ჰასიდიზმის" მიმდევრებზე, რომლებიც ყოველ წელს ჩადიან უმანში რელიგიური მიმდინარეობის ფუძემდებლის რაბინ ნახმანის საფლავზე.

წელს შარშანდელთან შედარებით 9 000 მომლოცველით მეტი ჩავიდა მოსალოცად უმანში რაბინის საფლავზე, რომელის "ჰასიდებისათვის" წმინდა ადგილია.
უკრაინის ებრაულმა დიასპორამ ჩამოსულებისათვის სათანადო დახვედრა მოაწყო და მსვლელობა ყოველგვარი ექცესების გარეშე ჩატარდა, თუ არ ჩავთვლით ქალაქის ქუჩების მასიურ დანაგვიანებას.

უმანში მოქმედებს ევროპაში უდიდესი სინაგოგა, რომელიც იტევს კოლოსალური რაოდენობის მლოცველს, საუბარია 7 000 ადამიანზე, რომლებსაც ერთდროულად შეუძლიათ მოთავსდნენ სინაგოგაში.

image
ყოველწლიურად უმანში ებრაული ახალი წლის დღეებში (როშ ხან შანა), რომელიც სექტემბერში სავსე მთვარეობისას იწყება და ორი დღე გრძელდება.
ამჯერად ეს დღესასწაული უმანში 15 სექტემბრის საღამოს დაიწყო და ხვალ საღამომდე გაგრძელდება.

როგორც უკვე ავღნიშნე უმანში ყოველწლიურად ათეულ ათასობით მომლოცველი ჩადის უმანში, რამდენიმე წლის წინ 70 000 ებრაელი "ჰასიდი" ჩავიდა მოსალოცად.

უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ მინისთრ ნეთანიაჰუსთან, რა დროსაც განიხილეს ებრაელი მომლოცველებისათვის უსაფრთხო გადაადგილების მარშუტი.



უმანის კომუნალურ სამსახურებს უდიდესი ჯაფა დაადგებათ ებრაელების წასვლის მერე, აი რა დღეშია უმანის ქუჩები.

imageimageimageimage






0
107
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
107