საზოგადოება შეიგრძენით კომფორტი მთელი წლის განმავლობაში: Celsiusi.ge-ის გათბობისა და გაგრილების გადაწყვეტილებების სპექტრი 15 სექტემბერი, 12:43 ![]() ზაფხულში მაღალი ტემპერატურა არა მხოლოდ დისკომფორტს იწვევს, არამედ ადამიანის ორგანიზმისთვის სერიოზული ზიანის მომტანიც შეიძლება გახდეს. ამიტომ ცხელ სეზონზე ჩვენი უპირველესი ამოცანა სახლში სიგრილის უზრუნველყოფაა. მიზნის მარტივად მისაღწევად კი celsiusi.ge-ს კონდიციონერების კატალოგი წარმოგიდგენთ კლიმატის კონტროლის აღჭურვილობის ფართო სპექტრს ოფისისა და საცხოვრებელი სახლებისთვის. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც კედლის ინვერტორული სპლიტ სისტემები, ასევე პორტატული კონდიციონერები. მოცემული მოდელები განკუთვნილია 80 კვ.მ-მდე ოთახებისთვის. ისინი მუშაობენ 2 რეჟიმში (გაგრილებისა და გათბობისთვის) და წარმოქმნიან ხმაურის მინიმალურ დონეს. ![]() მეტი კომფორტისთვის კი შეგძლიათ შეარჩიოთ WiFi მართვისთვის მორგებული მოდელები და აკონტროლოთ თქვენი სახლის ტემპერატურა დისტანციურად. ოთახში სუფთა და უსაფრთხო ჰაერისთვის celsiusi.ge -ზე ნახავთ ასევე სხვადასხვა დამატებითი ფუნქციებით აღჭურვილ კონდიციონერებს, როგორიცაა იონიზაციის ფილტრი და თვითწმენდის ფუნქცია. ზამთრის სეზონზე კომფორტული სახლი წარმოუდგენელია სითბოს გარეშე. ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ოთახის ტემპერატურა მინიმუმ +18 გრადუსამდე უნდა გავათბოთ. celsiusi.ge-ს ცენტრალური გათბობის ქვაბები მოცემულ ამოცანას მარტივად და ეფექტურად ართმევენ თავს. კომპანია იტალიურ ბრენდ Ariston-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია, რომლის გათბობის ქვაბებმა მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისგან დადებითი შეფასება მიიღო. Ariston-ი იყენებს თანამედროვე სისტემებს მეტი ენერგოეფექტურობისთვის და უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს ხარისხს. Ariston-ის ცენტრალური გათბობის ქვაბების ხაზი მოიცავს ბევრ მოდელს: მათ შორის შეგიძლიათ იპოვოთ კერძო სახლებისა და ბინების გათბობის ვარიანტები, ასევე მძლავრი მოწყობილობები დიდი ფართის ოფისებისთვის. კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ძირითადად ორკონტურიან მოდელებს, რომლებიც, გათბობასთან ერთად, თბილი წყლის მიწოდებასაც უზრუნველყოფენ. celsiusi.ge-ზე წარმოდგენილი ცენტრალური გათბობის ქვაბები ორიენტირებულია სწრაფ გაცხელებას, გაზრდილ გამძლეობასა და ენერგოეფექტურობაზე. მათი ეკონომიური მოხმარების სისტემები მაქსიმალურად ამცირებს სტანდარტული გათბობის ქვაბის ხარჯებს. შესაბამის აქსესურის მიერთებით კი შესაძლებელია სახლის გათბობის კონტროლი დისტანციური მართვით. ოთახში საჭირო სითბოს შესანარჩუნებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი გათბობის რადიატორები გახლავთ. მათი შერჩევა დაფიქრებას მოითხოვს, რათა უზრუნველვყოთ გათბობის მაღალი ეფექტურობა და ენერგიის მაქსიმალური დაზოგვა. celsiusi.ge -ზე სექციური რადიატორების ფართო არჩევანი დაგხვდებათ. ასორტიმენტი მოიცავს ფოლადისა და ალუმინის მოდელებს. მათი დიზაინიც მრავალფერონია, ასე რომ, შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ თქვენი სახლისთვის შესაბამისი სტილის რადიატორი. როგორც ხედავთ, celsiusi.ge -ს დახმარებით თქვენს სახლში მუდმივად იდეალური კლიმატი იქნება, თან მის შესანარჩუნებლად მინიმალური ძალისხმევა დაგჭირდებათ! R 14 1-ს მოსწონს
|