x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ერთი ფოტოს შოკისმომგვრელი ისტორია: მონღოლური გადასატანი ციხე

image


მონღოლეთის მოსახლეობის დაახლოებით 40% დღემდე მომთაბარე ცხოვრების წესს ეწევა, ასი წლის წინ კი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ერთ ადგილას დასახლების მიდრეკილება არ ჰქონდა. ამით კი მხოლოდ იმის თქმა მსურს რომ სასჯელის ასეთი ზომა, როგორიც გადასატანი ციხეა ცხოვრების წესით იყო განპირობებული, თუმცა ის მონღოლებამდე ჩინელებიდან მივიდა, მათთთან პოლიტიკური დამნაშავეების დასჯა ამ ფორმით ხდებოდა. ყუთი გარეთ იდგა, ამიტომ პატიმარს დღისით სიცხე აწუხებდა, ღამით კი - სიცივე. საკვებს და წყალს ის იმდენს იღებდა რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, მაგრამ ასეთ ყუთში ყოფნა საბოლოო ჯამში მაინც სიკვდილს იწვევდა. სასჯელი ველურია, მაგრამ ის ჩინელებში ყველაზე პატიოსანი და საშინელი ტოტალიტარული დოქტრინის - ლეგიზმის დროიდან იყო აპრობირებული.



image


ფოტო 1913 წელს ფრანგი ფოტოგრაფის სტეფან პასეს მიერ იქნა გადაღებული, შვიდი წლით ადრე მის გამოქვეყნებამდე, ის მილიონერმა ბანკირმა ალბერტ კანმა დაიქირავა, რომელიც პროექტ "პლანეტის არქივების" შემქმნელი გახლდათ. 1908 წლიდან 1931 წლამდე თავად მილიონერი და მისი თანაშემწეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და სხვადასხვა ხალხის ადათ-წესებს იღებდნენ, მათი ყურადღების მიღმა არც მონღოლეთი დარჩენილა.


image



ფოტო პირველად 1922 წელს ჟურნალ "National Geographic"-ში გამოქვეყნდა. წარწერა იუწყებოდა: "შიმშილით სიკვდილმისჯილი მონღოლი ქალი". კონსტრუქცია შიგნით მყოფი ადამიანით ვიწრო ყუთსა და ჩემოდანს შორის რაღაც მსგავსს ფიცრებისგან შეკრულ ოთხკუთხა საგანს წარმოადგენდა, თავისთვის განკუთნილი ერთი დიდი ნასვრეტით, რომლის გვერდითაც ორი თასი ელაგა, სავარაუდოდ წყლისთვის და საკვებისთვის განკუთვნილი, მაგრამ ივსებოდა თუ არა ისინი, არავინ იცის....

image



როგორც მოგვიანებით კანი ჰყვებოდა ისინი "ციხეს" მონღოლეთის შორეულ ნაწილში, უდაბნოში გადააწყდნენ. თასებს მიზანმიმართულად არავინ ავსებდა, თუმცა პატიმარს სხვა ადამიანებისთვის საკვების ან წყლის თხოვნა არ ეკრძალებოდა, ხშირად ისინი, ვინც მსჯავრდებულს წყალობდნენ, მხოლოდ მის ტანჯვას ახანგრძლივებდნენ, ვინაიდან შიმშილისა და წყურვილის მოსაკლავად საკვები და წყალი საკმარისი არ იყო, თუმცა იმ მომენტისთვის გადასარჩენად მას მაინც ჰყოფნიდა. დასავლელ მოგზაურებს ტყვეს გათავისუფლება შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს, ვინაიდან სხვა კულტურის კანონსა და წესრიგში ჩარევა არ ისურვეს. ფოტო ავთენტურია, მაგრამ ერთადერთი კითხვა რჩება - რისთვის გაწირეს ასე ეს უბედური ქალი? ჟურნალის მკითხველისთვის ოფიციალურ ვერსიად შეთავაზებული იყო რომ ქალი თითქოს მრუშობისთვის ისჯებოდა, თუმცა ისტორიკოსები და ანთროპოლოგები ვერსიის ნამდვილობაზე ჯერ კიდევ ეჭვობენ, ვინაიდან აზიის მომთაბარე ხალხების წარმოდგენა მორალის შესახებ ერთი საუკუნის წინ ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. მონღოლებმა ამ ტიპის სიკვდილით დასჯა ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ჩინელებისგან გადმოიბარეს - მეზობელ ქვეყანაში სწორედ ასე სჯიდნენ პოლიტიკურ დამნაშავეებს.











0
663
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
663