სისხლის სამართალი მამაკაცი, რომელიც გაუპატიურებისთვის იჯდა ციხეში, 47 წლის შემდეგ გაამართლეს 10 სექტემბერი, 18:04 ![]() სასამართლომ დნმ-ის ექსპერტიზის მონაცემების საფუძველზე 72 წლის ლეონარდ მაკს ყველა ბრალი მოუხსნა. კაცმა შვიდი წელი გაატარა გისოსებს მიღმა, 47 წლის წინ, ნიუ-იორკში, ვინჩესტერის ოლქში, სკოლის მოსწავლე გოგონაზე ძალადობის გამო. მაშინ უცნობმა დამნაშავემ ორი გოგონა იარაღის მუქარით, გაკოჭა და ტყეში წაიყვანა. იქ მოძალადემ ერთი მათგანი გააუპატიურა და მეორესთანაც იგივე სცადა. მაკი დააკავეს რამდენიმე საათის შემდეგ, რადგან ის ემთხვეოდა ეჭვმიტანილის აღწერილობას. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცმა დანაშაული არ აღიარა და მოწმეებმაც მისი ალიბი დაადასტურეს, ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადეს. პატიმრობაში ყოფნისას მაკი ცდილობდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მაგრამ რაიონული პროკურატურა მას ყოველ ჯერზე უარს ეუბნებოდა. ![]() ![]() რაც შეეხება ლეონარდ მაკს: „განაჩენმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა - საცხოვრებელი ადგილიდან დაწყებული და ოჯახით დამთავრებული. მაგრამ არასოდეს დამიკარგავს იმედი და მჯეროდა, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა. ახლა სიმართლე გაირკვა და საბოლოოდ შემიძლია შვებით ამოვისუნთქო. ”მე საბოლოოდ ნამდვილად თავისუფალი ვარ”, - თქვა მაკმა სრული გამამართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ. ![]() 255 3-ს მოსწონს
|